in

სუპერმარკეტების ქსელი Willmart ყველაზე მასშტაბური ფილიალის გახსნის ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს

სუპერმარკეტების ქსელი „ვილმარტი“, რომელიც ბათუმში პირველად 2003 წელს გამოჩნდა, თავისი ყველაზე მასშტაბური, აღმაშენებლის ფილიალის გახსნიდან ერთი წლის თავს აღნიშნავს — მის შესაქმნელად კომპანიამ $4 მილიონის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და აქ 70-მდე ადგილობრივი კადრია დასაქმებული.

20 წლის წინ ერთი ფილიალით დაწყებულმა ბიზნესმა კონკურენტუნარიან გარემოში თავის დამკვიდრება დაბალი საფასო პოლიტიკითა და მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაციით მოახერხა. როგორც „ვილმარტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი თორნიკე კუჭუხიძე აღნიშნავს, მომხმარებლების აზრს დღემდე აქტიურად ითვალისწინებენ, რაც მათი რაოდენობის ზრდასაც განაპირობებს.

„ჩვენი მთავარი ნიშა დასაწყისიდანვე იყო ის, რომ მომხმარებლებს დაბალ ფასს ვთავაზობთ, ამას მათი უკუკავშირიც ადასტურებს — როდესაც ფაქტის წინაშე დგებიან, ხედავენ ჩვენსა და სხვა ქსელებს შორის შესამჩნევ განსხვავებას. ასევე, მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს მომხმარებლებთან, მათი უკუკავშირის მიხედვით ვმოქმედებთ“, — ამბობს თორნიკე კუჭუხიძე.

„ვილმარტი“ განვითარებას არ წყვეტს, ამჟამად ბათუმში ოთხი ფილიალი აქვთ, თუმცა კომპანიის სამოქმედო გეგმა ჯერ ბათუმის მასშტაბით გაფართოებას, ახალი ტერიტორიების ათვისებას, შემდეგ კი სხვა ქალაქებში შესვლასაც მოიცავს. ამასთან, სუპერმარკეტების ქსელში განსაკუთრებულ აქცენტს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლებისთვის მომსახურების სერვისის გამარტივებაზეც აკეთებენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანია ამჟამად 300-მდე ადამიანს ასაქმებს, ეს რიცხვი კი წლიდან წლამდე იზრდება.

[R]

მალე Netflix „ლაზიერის გამბიტის“ თამაშს გამოუშვებს

G&T TRADER-ის ონლაინ პლატფორმაზე ვაჭრობის საკომისიო მკვეთრად შემცირდა