in

Willo – რობოტი, რომელსაც თქვენი კბილის ჯაგრისის ჩანაცვლება უნდა

M2

თუ დავფიქრდებით, პირის ღრუს ჰიგიენის – კბილის ჯაგრისების კუთხით რევოლუცია არასდროს მომხდარა. მიუხედავად სხვადასხვა სიახლისა, მათ შორის ყველაზე ტექნოლოგიურის – ელექტრო ჯაგრისის გამოგონებისა, ამ მოწყობილობის თავში მაინც ჯაგრისი იყო და ეს მოცემულობას არ ცვლიდა. ანუ, არ იცვლებოდა პირის ღრუს ჰიგიენის მთავარი ხელსაწყო – ჯაგრისი.

Willo-ს აზრით, ეს არც ისე კარგი ამბავია და ამიტომ, კომპანიამ გამოიგონა პირის ღრუს მოვლისთვის საჭირო მოწყობილობა, რომელიც კბილების გახეხვის პროცესს ნადებზე ფოკუსირებით აუმჯობესებს. კომპანიის თქმით, კბილების ხეხვისას, ანუ, პირის ღრუს მოვლის იმ ხერხისას, რომელსაც ყოველდღიურად მივმართავთ, საშუალოდ, ნადების მხოლოდ 42% იწმინდება, ხოლო ელექტრო ჯაგრისები 46%-ის გასუფთავებას ახერხებენ.

სტარტაპი მუშაობდა სტომატოლოგებთან ერთად, პროდუქციის შესაქმნელად. თუმცა, ამაზე საუბარი სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სტატიაში გამოყენებული ფოტო ერთადერთია, რა ვიზუალურ მასალასაც სტარტაპი, ჯერჯერობით, ავრცელებს. ვიზუალის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რობოტს სახელად Willo მართლაც არ აქვს ჯაგრისი და სავარაუდოდ, მისი გამოყენებისას საკუთარი პირის ღრუსთვის საჭირო ქიმიური, თუმცა, უსაფრთხო ხსნარების მოხმარება მოგვიწევს.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სტარტაპმა 7.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. უახლოეს მომავალში, ალბათ უფრო დეტალურად შევძლებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მოვიხმაროთ Willo, ან რა ეღირება რობოტი და რამდენად გადაწყვეტენ ადამიანები შეცვალონ პირის ღრუს მოვლის ტრადიციული მეთოდები. თუმცა მანამდე, პროდუქტის წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია სტარტაპის ვებგვერდზე.

ბათუმში დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე მაშველი დრონიც იზრუნებს

რა მისცა სტუდენტებს Tbilisi School of Communication-მა და რა შეიცვლება მომავალ კურსზე?!