in

ნიუ-იორკის მეტროს ესთეტიკა 1970-1980-იან წლებში — Hell on Wheels

შვეიცარიელი ფოტოგრაფი უილი სპილერი ნიუ-იორკის მეტროში რვა წლის განმავლობაში იღებდა დოკუმენტურ ფოტოებს. 1977-დან 1984 წლამდე მან თითქმის 2000 ფოტო მოაგროვა და ასე შეძლო ქალაქის ვიზუალური დროის კაფსულის შექმნა…

მისი კოლექცია, სახელწოდებით Hell on Wheels ეპოქის კარგსა და ცუდ მხარეებს წარმოაჩენს. ფოტოები პირველად 1986 წელს გამოქვეყნდა, შემდეგ კი 2016 წელს გამოიცა. „ყოველთვის მიყვარდა ზღაპრები და აღფრთოვანებული ვიყავი, როცა ამ მოძრავი მეტალის ვაგონების მღელვარე სამყაროში აღმოვჩნდი. არასდროს ვიცოდი, შემდეგი მომენტი საფრთხის შემცველი, ძალადობრივი, სასაცილო, ბედნიერი, საშინელი თუ ლაღი იქნებოდა. აქ შემეძლო, გულმოდგინედ დავკვირვებოდი ადამიანთა ცხოვრებას, მგზავრებს შორის კომუნიკაციას“, — აღნიშნა ფოტოგრაფმა.

ბარბის ფილმი, როგორც თერაპიის მეთოდი

ნახეთ: Nature inFocus Photography Awards 2023-ის გამარჯვებულები