სკოლაში რომ გვთხოვდნენ ხოლმე, დაწერეთ, რას ეტყოდით თქვენს თავს აქედან 10 წელშიო… რაღაც ასეთი მოხდა კალათბურთელი კეიტლინ კლარკის ცხოვრებაშიც. მეორე კლასში იყო, როცა ასეთი წერილი დაწერა, რომელშიც ორი მიზანი შედიოდა, აეღო საკალათბურთო სტიპენდია და ეთამაშა WNBA-ში. დღეს კი ის შეგვიძლია გითხრათ, რომ კლარკი NCAA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა და WNBA-ს პირველი ახალბედა, რომელმაც სამმაგი დუბლების რეკორდი დაამყარა!
ახლა კი მისი მეორე კლასის ჩანაწერი უილსონის კალათბურთის ხაზში გვხვდება. თუმცა ეს უბრალო თანამშრომლობა არ გეგონოთ, მაიკლ ჯორდანის შემდეგ, პირველი სპორტსმენია, რომელმაც ხელმოწერების კოლექცია შექმნა Wilson-თან ერთად.
Limitless Series უწოდეს და დებიუტი ონლაინ შემოგვთავაზეს, თუმცა, როგორც ვიგებთ Wilson-ის რამდენიმე მაღაზიაშიც ნახავთ მათ. 3951-ს მოიცავს, Evo NXT Game Ball-ს 99.95 დოლარად, Ascent-ს 39.95 დოლარად, ხოლო Repetition-ს, 24.95 დოლარად.
„როგორც კეიტლინის გულშემატკივრები, ჩვენ მივყვებით მის კარიერას და გვსურს, ვაჩვენოთ საკულტო ელემენტები, რომლებმაც მისი სახელი შექმნა. ჩვენ შევისწავლეთ მისი საკალათბურთო კარიერა, პერსონალური სტილი და ის დიდი მომენტები, რომლებმაც თამაში შეცვალა. მაისურის ნომერი 22-ით დაწყებული, აიოვას ფესვებამდე, ყველაფერი Limitless Series-ში ჩავაქსოვეთ“, — აცხადებს ქრისტოფერ რიკერტი, Wilson-იდან.
თუ კარგად დააკვირდებით, Wilson-ში კეიტლინის მეორე კლასის ხელნაწერსაც დაინახავთ. რაც შეეხება თავად კლარკს, ამ ამბავს აი, ასე აფასებს: „სიურრეალისტურად მაგრძნობინებს თავს ჩემი საკუთარი კალათბურთის კოლექციის ქონა და ვიმედოვნებ, რომ ეს შთააგონებს გოგოებისა და ბიჭების მომავალ თაობას, აიღონ ბურთი და ითამაშონ“.