in

Wimbledon 2024-ის თრეილერში საკულტო მომენტები დროში იყინება!

უიმბლდონი ახლოვდება — ჩოგბურთის მსოფლიოში სახელგანთქმული ტურნირი 1-14 ივლისს გაიმართება. McCann London-ის სარეკლამო სააგენტომ კი უკვე გაგვაცნო ახალი თრეილერი, რომელიც All England Lawn Tennis Club-ისთვის შექმნა. 

BOG

Always Like Never Before-ს მაყურებლები ჩოგბურთის ტურნირების საკულტო მომენტებისკენ მიჰყავს. შესაბამისად, აქ საარქივო მასალებსაც შეხვდებით, 3D ანიმაციებსაც, CGI-სა და ფოტოებს, რომლებიც უიმბლდონს აქამდე არნახული კუთხიდან გვაჩვენებს. ჩვენ კომპოზიტორი ტომ ფლეიერის ნამუშევარზე გესაუბრებით, რომელიც საზოგადოებისთვის Game of Thrones-ითაა ცნობილი. მის მიერ შემოთავაზებული საორკესტრო და თანამედროვე ბგერების შერწყმა, გლობალურ სცენაზე ზაფხულში, Euro 2024-ისა და Paris Olympics-ის გვერდით, უიმბლდონის სპორტული პრესტიჟის ჩვენებას ისახავს მიზნად.

ჩემპიონატი და ჩვენი გაბედული კლიენტი All England Club აგრძელებს ტრადიციების ინოვაციებთან შერწყმას საოცარ პროდიუსერებთან პარტნიორობით, ინდუსტრიაში წამყვანი კომპოზიტორებით და like never before-ის გზავნილით, რომელიც მიგვანიშნებს, რომ უიმბლდონის მომავალი მართლაც ნათელია, — აცხადებენ McCann-ში.

სიუჟეტი გასული წლის ეპიკური მომენტებით იხსნება, სადაც 20 წლის კარლოს ალკარასიმ წარმოუდგენელი შეძლო და უიმბლდონის 7 გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. ამ დაუვიწყარი მომენტის შემდგომ კი დრო იყინება და ვხედავთ ყველაფერს, რაც ადრე იყო, დაწყებული უილიამსის ძალაუფლებიდან, დამთავრებული გასული წლის გამარჯვებებით.

დროში გაყინული მომენტების შემოქმედებითობით დაწყებული, მოულოდნელ ცვლილებებამდე, Always Like Never Before-ის კამპანია უიმბლდონზე ჩვენი სულის სინონიმი გახდა, სადაც ინოვაციებსა და მემკვიდრეობას ვაბალანსებთ. თითოეული ნაწილი ახალ პერსპექტივას ავლენს, ხელახლა ასახავს ჩვენს შემონახულ ტრადიციებს და SW19-ის ჯადოსნობას აჩვენებს. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ ივლისში ისტორიის წიგნებს კიდევ ერთი დაუიწყარი ჩემპიონატი დაემატება, — აცხადებს უსამა აი-ქასაბი, All England Club-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ბაუმერი საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ემზადება!

„უკან საწყისებისკენ“ – Land Cruiser Prado 2024-ის პრეზენტაცია საირმეში გაიმართა