15
Jul
2019

“ხელოვნება და ჩოგბურთი გავაერთიანეთ” – იმერსიული შოუ “უიმბლდონის” კამპანიაში

15 Jul 2019



“უიმბლოდონი”, წელს, არამხოლოდ ჩოგბურთის, არამედ, მთლიანად, სპორტის საზღვრებს გაცდა: ტურნირის მოლოდინი ერთ დიდ თეატრალურ წარმოდგენად იქცა. ეს ყველაფერი კი, იმერსიული შოუს დამსახურებით. ლონდონში მაყურებლები 40 წლით უკან ამოგზაურეს და 1980 წლის ფინალი გააცოცხლეს (ბორგი მანკიროის წინააღმდეგ).

 

ამგვარად, ორგანიზატორებმა სპორტი და ხელოვნება გააერთიანეს. მაყურებლები რამდენიმე საათის განმავლობაში ცეკვავდნენ დისკოს, თამაშობდნენ Pac-Man-ს, უზარმაზარ ავტომატებზე, საბოლოოდ კი, ჩოგბურთის ისტორიის ერთ-ერთი დრამატული მატჩის მოწმენი გახდნენ. იმერსიული შოუ უიმბლდონის 2019 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ჩატარდა. ყველაფერი 40 წლის წინანდელ სტილში იყო მოწყობილი.

ასეთი იმერსიული შოუების მთავარი წესია, მაქსიმალურად შეხვიდე როლში ღონისძიებასთან. მაყურებლების ნახევარზე მეტი მატჩის ჩვენებას 80-იანი წლების ჩაცმულობით დაესწრო. ბევრმა იმ წლებისთვის დამახასიათებელი მაკიაჟიც იქვე გაიკეთა, სხვები – შუბლზე წასაკრავი სახვევით შემოიფარგლნენ.

განხილვა