in

როგორ მიიპყროთ მედიის ყურადღება, კონტენტის საშუალებით

საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, რომელიც აგებულია თქვენს კონტენტზე, ეხმარება როგორც PR, ისე მარკეტინგის გუნდებს მიზნების მიღწევაში. ეს აძლევს თქვენს PR კოლეგებს საბაბს, ისაუბრონ თქვენს ბრენდზე მედიაში. ის აფართოებს თქვენი კონტენტის წვდომას ახალ აუდიტორიაზე, მოპოვებული მედია გაშუქების საშუალებით. და ის ზრდის ავტორიტეტული საიტებიდან ბექლინკების მოპოვების შესაძლებლობებს, რამაც შეიძლება დაეხმაროს თქვენს SEO რეიტინგებს.

თქვენი კონტენტისთვის PR სტრატეგია უნდა იყოს შიდა გაყიდვა – ის იყენებს არსებულ რესურსებს უფასო დისტრიბუციის მისაღებად იმ კონტენტისთვის, რომელსაც უკვე ქმნით. საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტია.

როგორ ხედავენ PR სპეციალისტები და როგორ იყენებენ შესაძლებლობებს კონტენტის მედია საშუალებებისთვის შესათავაზებლად?

აირჩიეთ სწორი მედია საშუალებები

ჩართეთ რიცხვები თქვენს კონტენტში. ჟურნალისტები აფასებენ მონაცემებს, რომლებიც აჩვენებს, როგორ დაეხმარა გადაწყვეტილება და რამდენად, უფრო მეტად, ვიდრე წინადადებებს, რომლებიც უბრალოდ ამბობენ, რომ ეს მუშაობს. მთავარია, იცოდე შენი აუდიტორია – ამ შემთხვევაში, მედია საშუალებები, რომელთა მკითხველები, მაყურებლები ან მსმენელები მსგავსია თქვენი სასურველი აუდიტორიისა.

კვლევაში იზრუნეთ როგორც თემატური მედიის, ისე მათი კონტენტის პარამეტრების იდენტიფიკაციაზე. მაგალითად, კონტენტს მესამე მხარეებისგან აქვეყნებენ, თუ მათი მთელი კონტენტი თანამშრომლების ავტორობით არის შექმნილი?

იმუშავეთ თქვენს PR გუნდთან ერთად, რათა განათლება მისცეთ ხელმძღვანელებსა და გუნდის წევრებს, ესმოდეთ, რომ ყველა გამოცემა არ გამოაქვეყნებს თქვენ მიერ მოწოდებულ კონტენტს.

გაამარტივეთ PR კონტენტის პროცესი

Roy Writes Content-ის ხელმძღვანელი როი სარკარი იყენებს კონტენტზე დაფუძნებულ PR სტრატეგიას თავისი კლიენტისთვის, Crank Software-ისთვის. სტრატეგია ეფუძნება ორ მთავარ მიზანს – ბრენდის/პროდუქტის ცნობადობას და ბექლინკებს მაღალი დომენის ავტორიტეტის მქონე საიტებიდან.

პირველ რიგში, როი წერს საბაზისო სტატიას ხუთიდან შვიდ სექციამდე (H2 ქვესათაურებით). შემდეგ ის თითოეული გამოცემისთვის აკეთებს მათ ადაპტაციას.

როის თქმით, რომ წარმატება მოაქვს გამოცემების კვლევას, სწორი რედაქტორის ან ჟურნალისტის პოვნას და იმის ახსნას, თუ რატომ არის სტატია დაკავშირებული იმ კონტენტთან, რასაც ისინი უკვე აქვეყნებენ.

გადაამუშავეთ არსებული კონტენტი მესამე მხარის მედიისთვის

კრისტოფ ტრაპე, Voxpopme-ის კონტენტის დირექტორი, კონტენტის PR სტრატეგიას აფუძნებს კომპანიის ყოველკვირეული ბაზრის კვლევის პოდკასტის, “The Reel Talk: The Customers Insight Show”-ს კონტენტზე. Voxpopme-მ შესთავაზა რამდენიმე სტატიის იდეა Quirk’s Media-ს, რომელიც დაფუძნებული იყო მათი პოდკასტის თემებზე, საიდანაც ერთი შეირჩა. შემდეგ Voxpopme-ის გუნდმა კონტენტი შექმნა.

კრისტოფი ამბობს, რომ ის არ ხედავს ამ მიდგომას, შეთავაზების კუთხით. „მე ვცდილობ არ ვიყო მომაბეზრებელი და არ შევთავაზო კონტენტი, როდესაც მაქვს კარგი ამბავი, რომელიც ვფიქრობ, რომ შეიძლება საინტერესო იყოს. როდესაც ვუგზავნი ელ-ფოსტას ადამიანებს, უბრალოდ ვწერ, „გამარჯობა, ვფიქრობ, ეს საინტერესოა. თქვენ რას ფიქრობთ?“. ის ფრთხილად აგზავნის ელ-ფოსტებს, რათა არ გააღიზიანოს მედია საშუალება და სამომავლოდ, არ გამოიწვიოს კონტენტის შეთავაზებების იგნორირება. მაგალითად, Quirk’s Media-სთვის მისი ბოლო შეთავაზების შემდეგ, კრისტოფი არ შესთავაზებს მათ არაფერს ამ წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისამდე.

მეტი ყურადღება თქვენი კონტენტისკენ

თქვენი კონტენტის წარმატებული PR სტრატეგია რამდენიმე რამეს მოიცავს. დაგეგმეთ წინასწარ – რა კონტენტი იქმნება, რაც შეიძლება მედიისთვისაც გამოდგეს? რომელი მედია აშუქებს მსგავს თემებს იმ აუდიტორიისთვის, რომელთან წვდომაც გსურთ?

როდესაც თქვენი კონტენტი გამოქვეყნდება მესამე მხარის საიტზე, იზრუნეთ მის გავრცელებაზე, თუმცა ნუ ახსენებთ მხოლოდ თქვენს კომპანიას. ამის ნაცვლად, აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობა და გააზიარეთ ძირითადი პუნქტი ან ამონარიდი, გამოცემის დათაგვით.

დასასრულს, აღრიცხეთ თქვენი კონტენტის PR წარმატებები – და გავლენა თქვენს ბრენდზე. ბოლოს და ბოლოს, ეს არის ის, რასაც ნებისმიერი კარგი PR სპეციალისტი გააკეთებდა.

წყარო: contentmarketinginstitute

ბათუმში Replay-ს მაღაზია გაიხსნა

ნახეთ: ტიტანიკის არტეფაქტები, რომლებიც საიდუმლო საწყობში ინახება