29
Aug
2016

არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობთ, მე მაინც ვიმარჯვებ! – Nike–ის ვიდეორგოლი Unlimited Fight

29 Aug 2016

Elit Electronics


ყოველთვის შეესაბამებოდე სხვის მოთხოვნებს, სულაც არ არის კარგი – პირიქით! არავის აქვს უფლება გადაწყვიტოს, როგორი ხარ ან როგორი უნდა იყო. სამწუხაროდ, გარშემო მუდმივად არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც კრიტერიუმებით გვაფასებენ და ჩარჩოებში გვსვამენ. Nike თავის კამპანია Unlimited-ს აგრძელებს, რომლისთვისაც კიდევ ერთი ახალი ვიდეორგოლი  “Unlimited Fight” გამოუშვა.

 

 

“ძალიან მაღალია, ზედმეტად სწრაფია, ლამაზია, არ არის საკმარისად ლამაზი, მსუქანია…” – მსგავსი შეფასებები წარმატებისკენ მიმავალი ყველა ადამიანის მუდმივი თამდევი ფაქტორია. ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, ნაკლს მაინც გამოგინახავენ. საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე არავის ნათქვამს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, საკუთარი თავის რწმენა და შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა. 

Unlimited-ის მიზანია ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისკენ უბიძგოს. არ აქვს ასაკს, სქესს, ფიზიკურ მონაცემებს თუ სხვა რაიმე ფაქტორებს მნიშვნელობა, მთავარია, მხოლოდ მიზანი და მონდომება.

“არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობთ, მე მაინც ვიმარჯვებ!.. კიდევ რას დაამატებთ?!” – გვიწვევს ენერგიული გოგონა ვიდეორგოლის ბოლოს და სხვა გზას არ გვიტოვებს – უნდა გავიმარჯვოთ ჩვენც.

განხილვა