„ზურაბ ჟვანიას ფონდი” აცხადებს კონკურსს „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად. განაცხადები მიიღება 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=AaDod1ZtMJs[/embedyt]
კონკურსი ყოველწლიურია და პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა), მხატვრული ლიტერატურა (პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, უნდა წარადგინონ ჟვანიას ფონდში (ქ. თბილისი, შარტავას ქ. N18, I სართული, ბინა 25ა. ) 12:00-დან – 19:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
- (+995 32) 2 30 74 96
- [email protected]