მეცნიერები ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა მიზნით მიმართავენ, ახლა კი საქმე უფრო სერიოზულადაა. გვეუბნებიან, რომ მას თქვენი ბედის პროგნოზირება შეუძლია. ამჯერად დაინტერესდნენ, აქვს თუ არა DALL-E-ს ხელოვნურ ინტელექტს მომავლის ხედვის ნიჭი.
Psychic Source-მა მარტივი ტექსტური აღწერილობები გამოიყენა, რათა AI-ს ამერიკის მომავალი ლიდერები და გავლენიანი ფიგურები გამოევლინა. რა თქმა უნდა, მეორე აზრიც ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ Midjourney-ის მკითხაობის უნარებიც გამოცადეს. ამჯერად კი DALL-E და Midjourney ყველაზე მძლავრი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებია, რომლებიც ტექსტს გამოსახულებად გარდაქმნის.
საინტერესოა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენიმე ქალი ლიდერის არსებობის პროგნოზი გააკეთა. DALL-E 2-მა ჯეფ ბეზოსის მსგავსი ჟურნალის იმიტირებული გარეკანიც შექმნა, როცა მას სთხოვეს, წარმოედგინა TIME-ის „2100 წლის ადამიანი“.
შესაძლოა, თქვენ წინასწარმეტყველებისთვის ბროლის ბურთიც აღარ დაგჭირდეთ. თუმცა რამდენადაც სპეკულაციურიც არ უნდა იყოს ეს პროგნოზები, ისინი მიუთითებენ ადამიანის კოლექტიური ფსიქიკის საიდუმლო ფუნქციონირებაზე და ააშკარავებენ მიკერძოებებს, რომლებიც ხელოვნურ ტვინებს ახასიათებს. მაგრამ:
„არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რომელიმე თანამედროვე AI-ს აქვს ამ ტიპის პროგნოზირების უნარი, ან რომ მსგავსი რამის პროგნოზირება პრაქტიკაშიც შესაძლებელია. ის, რაც მას შეუძლია გვითხრას, არის მიკერძოებები, რომელიც ამ მოდელებში არსებობს. მაგალითად, ამ ექსპერიმენტში არსებული ხანდაზმული თეთრკანიანი მამაკაცების რაოდენობა შეიძლება ჩავთვალოთ. მიკერძოებები ხშირად მატულობს, რაც საზოგადოებრივი აღქმებისა თუ პრაქტიკის შესახებ უფრო მეტსაც გვეუბნება“, — აცხადებენ Psychic Source-ში.
ქვემოთ კი აშშ-ის მომავალი ლიდერების AI პროგნოზები შეგიძლიათ ნახოთ, მარცხნივ Midjourney-ის, ხოლო მარჯვნივ DALL-E-ს ვერსიაა მოცემული:




