in

შესაძლოა, 4.6 მილიონი წლის მეტეორით გავიგოთ, როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე

ეს ამბავი ცოტათი ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ყველაფერი ნამდვილად ასე იყო: 2021 წლის თებერვალში იშვიათი ნახშირბადის მქონე მეტეორი გლოსტერშირში სამანქანო გზას დაეჯახა. იგი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ცეცხლოვანმა ბურთმა გაერთიანებული სამეფოს ცა გაანათა და რახან უკვე დედამიწაზე დაიდო ბინა, სახელის გარეშეც არ დატოვეს — მას Winchcombe უწოდეს. 

M2
M2

უკვე ერთი წლის შემდეგ კი ბუნებრივი ისტორიის მუზეუმისა და გლაზგოს უნივერსიტეტის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ არამიწიერ წყალში 4.6 მილიარდი წლის მეტეორი აღმოაჩინეს. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ მზის სისტემის გარეთ არსებულ ასტეროიდებში დედამიწაზე წყლის პოვნა შესაძლებელია… მკვლევრებმა მეტეორის სწრაფად აღდგენა შეძლეს, რომლებიც საჯარო მოხსენებებისა და ვიდეო კადრების დახმარებით მიიღეს.

Winchcombe-ის სწრაფი მოძიება მას ანალიზისთვის ხელმისაწვდომ ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ მეტეორად აქცევს, სთავაზობს მეცნიერებს საოცარ ხედვას იმისა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მზის სისტემის თავდაპირველი შემადგენლობა 4.6 მილიარდი წლის წინ, — განმარტავს ეშლი კინგი, კვლევის ავტორი.

უშუალოდ Winchcombe კი იშვიათი CM ნახშირბადის ქონდრიტია, რომელიც 2% ნახშირბადს შეიცავს. ამასთან, ამ ტიპის პირველი მეტეორია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს. ანალიზის შედეგად კი დადგინდა, რომ მასში არამიწიერი წყლის წონა 11%-ს უდრის. ხოლო, როცა მეტეორის წყალში წყალბადის იზოტოპების თანაფარდობა გაზომეს, დაადგინეს, რომ იგი ძალიან ჰგავს დედამიწის წყლის შემადგენლობას. 

მეტიც, მეტეორი ისეთ არამიწიერ ამინომჟავებს შეიცავს, რომლებიც სიცოცხლის წარმოშობისთვის აუცილებელია. აქ პრებიოტიკულ მოლეკულებზე საუბრობენ…

ნახშირბადის მქონე ასტეროიდებმა უზარმაზარი როლი ითამაშა იმ ინგრედიენტების მიწოდებაში, რაც დედამიწაზე ოკეანეებისა და სიცოცხლის დასაწყებად არის საჭირო. Winchcombe-ის მეტეორის ანალიზი გვეუბნება, როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე. მკვლევრები კი მუშაობას მომდევნო წლების მანძილზეც გააგრძელებენ, რათა უფრო მეტი გაიგონ მზის სისტემის საიდუმლოებების შესახებ, — ამბობს ლუკ დალი, პროფესორი და კვლევის თანაავტორი.

DataFest Tbilisi სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სოციალურ მეწარმეთა ფორუმზე საწარმო „ლიდერი“ დააჯილდოვა