21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. დღეს, საქართველოში არაერთი კომპანია და ადამიანი საკუთარ თავს უსვამს კითხვას – #რასვმატებსაზოგადოებას და კამპანიას #წინდამინდა უერთდება. საქართველოს ბანკის ფონდმა სიცოცხლის ხე, ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს ბანკის ის სათავო ოფისში, სოციალური საწარმო ბაბალესა და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დახმარებით, განათავსა სტენდი, სადაც ბანკის თანამშრომლებმა, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული წინდები შეიძინეს. კამპანიიდან შემოსული თანხა დაუნის სინდრომის მქონე პირთა სამედიცინო, სოციალურ და დასაქმების საკითხებს მოხმარდება.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/www.tree.ge/videos/1673755142706621/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]