in

Windfor’s-ის ანიმაციური პერსონაჟები Majorel-ის ყოველდღიურ გმირებზე გვიყვებიან

როგორ შეიძლება გავაცნოთ ადამიანებს, ზუსტად, რას საქმიანობს ჩვენი კომპანია? იმის ასახსნელად, კონკრეტულად, რას აკეთებს და როდის უნდა მიმართონ მათ სერვისებს, Majorel-მა საკუთარ საქმიანობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გადაწყვიტა. სააგენტო Windfor’s-ის თანამშრომლობით, შეიქმნა ანიმაციური პერსონაჟები, სურათები, ნახატები, ვიდეორგოლები, სლოგანები და ამხსნელი ტექსტები… მოკლედ ყველაფერი, რაც Majorel-ის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვებს აღარ დატოვებს. სააგენტო Windfor’s 2D და 3D განზომლიებიანი გამოსახულებებით Majorel-ის ყოველდღიურ გმირებს გვაცნობს. კამპანია – Everyday heroes of Majorel on Behance გამოხატვის მრავალფეროვანი ხერხით, ერთ საერთო შეტყობინებას გვიგზავნის – „Majorel ეხმარება ბრენდებს თქვენზე ზრუნვაში“.

გაიცანით, Majorel-ის „ყოველდღიური გმირები“. ისინი კომპანიის რეალური თანამშრომლები არიან, რომლებიც Windfor’s-მა ანიმაციურ გმირებად გააცოცხლა. იმის წარმოსაჩენად, როგორ ეხმარება Majorel ადამიანებს, შეიქმნა სიუჟეტები, სადაც კომპანიის თანამშრომლების ერთ-ერთი სამუშაო დღეა გადმოცემული. რადგან გამოსახულება ანიმაციურია, გამოგონილი ნუ გეგონებათ. ყველაფერი, რასაც კამპანიაში შეხვდებით, რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და Majorel-ის თანამშრომელთა ნამდვილ გამოცდილებას ასახავს.

M: რა იყო სააგენტოს ბრიფი? 

„მეიჯერელის გმირების“კამპანია ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარია. მეიჯერელი ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა, რომელიც არაერთ მსხვილ საერთაშორისო ბრენდს ემსახურება ბიზნეს პროცესების „აუთსორსინგის“ მიმართულებით. თუმცა, კომპანიის საქმიანობის სფერო საზოგადოებისთვის ცოტა ბუნდოვანი იყო და ჩვენი ამოცანაც მეიჯერელის შესახებ ცნობადობის გაზრდა და რაც მთავარია, პოტენციურ დასაქმებულთა მოსაზიდად, კომპანიის საქმიანობის სფეროს სწორად პოზიციონირება გახლდათ.

M: როგორ მოძებნეთ გადაწყვეტა?

კრეატიული გადაწყვეტა მარტივ დაკვირვებაზე დავაფუძნეთ – ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ პრობლემას აგვარებენ და სხვების ცხოვრებას ამარტივებენ, ხშირად ჩრდილში არიან და ზუსტად არავინ იცის, როგორ გამოიყურება მათი ყოველდღიურობა. 

რეალურად, customer support-ის პროფესიონალების ერთი დღე გარკვეულწილად ვიდეოთამაშს ჰგავს – ყოველდღე სხვადასხვა ques-ებს იღებენ, შემდეგ კი პრობლემებს აგვარებენ.

ამიტომაც, მეიჯერელის შიდა სამზარეულოს აღსაწერად, ასეთი მეთოდი ავირჩიეთ – voxel art ესთეტიკაში შესრულებული მოკლე ვიდეოები, რომლებიც მეიჯერელის თანამშრომლების რეალურ ქეისებზეა დაფუძნებული და მათი ყოველდღიური საქმიანობის მცირე ნაწილს გვაჩვენებს, ანიმაციური პერსონაჟების მეშვეობით.

M: რა იყო პროექტის მიზანი?

პროექტის მიზანი იყო, მკაფიოდ გამოგვეხატა მეიჯერელის ბიზნეს პროფილი და საზოგადოებისთვის ნათელი გაგვეხადა, ზუსტად რას საქმიანობენ ამ კომპანიაში მომუშავე ადამიანები და რამდენად საინტერესო და გამოწვევებით სავსეა მათი ყოველდღიურობა.

M: თქვენ ანიმაციური გმირები შექმენით. რის მიხედვით შეირჩა მათი ვიზუალური და/ან სხვა სახის მახასიათებლები?

პერსონაჟები მეიჯერელის რეალურ თანამშრომლებზე დავაფუძნეთ. მაქსიმალურად ვეცადეთ მათი გარეგნობა, ნივთები, სამუშაო კუთხე თუ ზოგადი ხასიათი რეალისტური და პერსონალიზებული ყოფილიყო. ის ქეისებიც, რომლების შესახებაც ვიდეოებში ვყვებით, სწორედ მათ გადახდათ დროის სხვადასხვა მონაკვეთში.

M: თქვენი შეფასებით, როგორი გამოხმაურება მოჰყვა ახალი გმირების გამოჩენას?

დიდი იმედი გვქონდა, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტი დასახულ მიზანს შეასრულებდა და feed-ში ამ კომენტარის დანახვამ ძალიან გაგვახარა.


ავტორი: სოლომონ დევსურაშვილი

Ikea-ს კამპანიის სიმბოლო 3D ბეჭდვით მომზადებული ხორცის ბურთულებია

#რასგულისხმობს: მონაცემთა ჟურნალისტიკა — ინტერვიუ მარიამ გამხარაშვილთან