in

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო Windfor’s-ისთვის

წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო Windfor’s-ის 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.

30 დეკემბერს Windfor’s-ი 19 წლის ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი წლის დადგომასთან ერთად, თინეიჯერობის ბოლო წელში შევაბიჯებთ. 

ბევრი ვიფიქრეთ, როგორ შეგვეჯამებინა განვლილი წელი:

რამდენიმე აბზაცი – „სწრაფად ცვალებად სამყაროსა“ და „თანამედროვე რეალობის გამოწვევებზე“ ან/და რამდენიმე აბზაცი – განხორციელებულ, გამორჩეულ პროექტებზე.

თუმცა, ვამჯობინეთ ის გაგიზიაროთ, რაც ამ წლის განმავლობაში ჩვენთვის ყველაზე ემოციური და სასიხარულო აღმოჩნდა.

წელს, როგორც არასდროს, ვიგრძენით, რომ გავიზარდეთ. რადგან მიზეზებს, რომლებიც აქამდე აღნიშვნას საჭიროებდა – წარმატებით გაშვებულ პროექტებსა და ფესტივალებზე მოგებული ჯილდოებს – უკვე სხვა ჟანრის, განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის, ახალი მიზეზებიც დაემატა:

2023-ში, Windfor’s-ში 5 ბავშვის დაბადება აღვნიშნეთ და ეს წელი ამ მხრივ აღმოჩნდა ჩვენთვის რეკორდული, სასიხარულო და განსაკუთრებული.

და რომ არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვით ვიყავით დაკავებულები, აქვე გთავაზობთ განხორციელებული პროექტების სტატისტიკას. განვლილი წელი ჩვენთვის ამ მხრივაც რეკორდული აღმოჩნდა. 

2.0

გილოცავთ ახალ წელს!

როგორი იყო 2023 წელი Redberry-ისთვის

როგორი იყო სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-ის 2023 წელი