in

Windfor’s-ის წარმატება Cannes Lions-ზე! პირველი ვერცხლი საქართველოსთვის და მნიშვნელოვანი ცვლილებები ACAG-ის რეიტინგებში!

კანის კრეატიული ფესტივალი მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის უმთავრესი მოვლენაა. 2017 წელს კანში საქართველოს სარეკლამო სააგენტოებმა – Windfor’s, JWT Metro, Leavingstone და ABK  36 განაცხადი გააკეთეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ წელს Windfor’s-ის წელია, რადგან, ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას წლის უმთავრესი მოსავალი – ვერცხლის და ბრინჯაოს ლომები, სწორედ მან, ნამუშევრით Dinner With Georgia მოუტანა! ესაა პირველი ვერცხლის ლომი ქართული სარეკლამო ინდუსტრიის ისტორიაში!  PR-ის კატეგორიაში მიღებული ამ ორი ჯილდოს გარდა, Windfor’s-ის აღნიშნული ნამუშევარი კონკურსის კიდევ ორი კატეგორიის (PR, Cyber) ფინალისტი იყო.

BOG
BOG

 

Windfor’s-ის წარმატება საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მიერ შედგენილ რეიტინგებზე აისახა, რომლის წარმოებაც ასოციაციის წევრი 17 საკომუნიკაციო კომპანიის მიერ შედგენილი წესების მიხედვით მიმდინარეობს. აღნიშნულ ფესტივალზე მიღწეული წარმატების შედეგად, ACAG-ის წევრმა სააგენტო Windfor’s-მა გაუსწრო Leavingstone-ს და ორივე რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. რეიტინგის ბაზისური ღირებულებების მიხედვით, ფესტივალის გრან პრის მფლობელს 15 ქულა ენიჭება, კატეგორიის საუკეთესო ნამუშევრის ტიტულის მფლობელს – 10, ოქროს – 8, ვერცხლს – 6, ბრინჯაოს – 4, ფინალში გასვლა კი 2 ქულით ფასდება. ასოციაციის წევრთა მიერაა განსაზღვრული ფესტივალთა კოეფიციენტებიც, რომლის მიხედვითაც Cannes Lions-ის კოეფიციენტი 15-ს შეადგენს.  ACAG აწარმოებს ორ რეიტინგს; ერთში კომპანიები იბრძვიან წლის კრეატიული სააგენტოს, მეორეში კი – წლის დიზაინ სტუდიის ტიტულისთვის. აღსანიშნავია, რომ საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ამ ორი რეიტინგის გამარჯვებულები ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

13 რამ, რაც წარმატებული ბავშვების მშობლებს აერთიანებთ

BLOK9 თბილისში – ჰიპ-ჰოპ სერიები – თაობის პროტესტი და სცენა არტისტებისთვის