in

WINDFOR’S-მა ბარსელონაში სამი ვერცხლის ჯილდო მოიპოვა!

Art Directors Club Europe არის ექსკლუზიური კრეატიული ფესტივალი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული წესები – მხოლოდ ლოკალურ ფესტივალზე გამარჯვებულ ნამუშევრებს შეუძლიათ მასში მონაწილეობა. Ad Black Sea 2017-ში გამარჯვება გახდა WINDFOR’S-ისთვის ADC*E-ს ოთხ კატეგორიაში მონაწილეობის წინაპირობა, საიდანაც 3-ში, ქართულმა კრეატიულმა სააგენტომ ვერცხლის ჯილდო მიიღო. Promotions & New Media, Interactive & Mobile და Integration & Innovation – ის კატეგორიებია, რომლებშიც WINDFOR’S-ის Cannes Lion-ის ვერცხლის ლომის მფლობელმა ნამუშევარმა – Dinner With Georgia, ADC*E-ზე სამი ვერცხლის ვარსკვლავი მოიპოვა.

bog
bog-mob

60 კრეატივის პროფესიონალისგან შემდგარმა ინტერნაციონალურმა ჟიურიმ, რომელშიც ორი ქართველი კრეატიული დირექტორი – ბექა მეფარიშვილი და ნინო გორდელაძეც იყვნენ წარმოდგენილი, 10 ნოემბერს, ბარსელონაში გამოავლინა დიზაინსა და რეკლამაში წლის საუკეთესო ნამუშევრები, ევროპის მასშტაბით. 26-ე ADC*E-ს საუკეთესოთა შორის მოსახვედრად 802 ნამუშევარი იბრძოდა. WINDFOR’S-ის საერთაშორისო წარმატება ACAG-ის ქართული სარეკლამო სააგენტოების რეიტინგებზეც აისახა. მოპოვებული ვერცხლის ჯილდოებით მან 126 ქულა დააგროვა. WINDFOR’S ქართულ სააგენტოებთან მიმართებაში შესამჩნევად დაწინაურდა, 2018 წლის რეიტინგში მას უკვე 175 ქულა აქვს დაგროვილი, მას მოსდევს Leavingstone, 40 ქულით, შემდეგი კი JWT Metro-ა, 12 ქულით. შეგახსენებთ, რომ ACAG-ის რეიტინგი წარმოებს წევრი სააგენტოების მიერ შეთანხმებული წესებისა და ფეტივალთა კოეფიციენტების გათვალისწინებით. 

გთავაზობთ გამარჯვებულ ნამუშევარს:

მოემზადე ახალი თავგადასავლებისთვის! – Canon-ის ვიდეორგოლი 

„თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი“ – ბარათებად დაბეჭდილი წიგნი სკოლამდელი განათლებისთვის