14
Nov
2019

Dze-Georgian Project ADC*E ფესტივალის შორთლისტშია

14 Nov 2019

Art Directors Club of Europe ფესტივალზე სააგენტო WINDFOR’S წარმოდგენილი იყო, როგორც ნამუშევრით, ისე კოპირაიტერ ირინა საყვარელიძით, რომელიც Print & Outdoor კატეგორიის ჟიურის წევრად მოგვევლინა.

ასევე, საქართველოდან, სხვადასხვა კატეგორიის ჟიურიში იყვნენ: ლადო მალაზონია JWT Metro-დან, რეზო შელია Redberry-დან, ფოლკერ ვრაგე Leavingstone-დან.

 

ნამუშევრებთან დაკავშირებული სიხალეები ფესტივალიდან, ასეთია. შორთლისტი პროექტისთვის – Dze_Georgian project, 2 სხვადასხვა კატეგორიის 4 ქვეკატეგორიაში:

კატეგორია: Integration & Innovation
ქვეკატეგორია: Integrated Campaigns
ქვეკატეგორია: Public Service & Charity Campaigns

კატეგორია: Promotions & New Media
ქვეკატეგორია: Events

კატეგორია: Integration & Innovation
ქვეკატეგორია: Creative Strategy

ვრცლად პროექტზე:

Art Directors Club Europe 1990 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია, აღმოაჩინოს, წაახალისოს და დააჯილდოვოს, ევროპის მასშტაბით, საუკეთესო ნამუშევრები. 3 დღის განმავლობაში, ფესტივალი შემოქმედებითი სფეროს ცნობილ პროფესიონალებს აერთიანებს და ასევე, ახალგაზრდა ტალანტებს ავლენს.

განხილვა