Windfor’s საერთაშორისო კრეატიული ფესტივალ “Epica Awards“-ის ფინალისტია. „შორტლისტში“ [კატეგორია Social], ქართული სააგენტო, Dze-Georgian Project-ით მოხვდა.

„ე.წ. ჯაჯინგი დასრულებულია, „შორტ ლისტები“ გამოცხადებული. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ეს ვიცით. დანარჩენს 21 ნოემბერს გავიგებთ. თუმცა, „ეპიკაზე“ რჩეულ ნამუშევრებს შორის მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა, რადგან ჩვენი პროექტი, სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით, აქ ევროპული სააგენტოების გარდა ამერიკული და ბრიტანული სააგენტოების ნამუშევრებს ეჯიბრება“, – ამბობს Windfor’s-ის კრეატიული დირექტორი ბიბი ასათიანი.
წელს, Windfor’s ერთადერთი ქართული სააგენტოა, რომელიც “Epica Awards”-ის ფინალისტთა შორის მოხვდა.
„სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით „ეპიკას“ ჟიური დიდი საერთაშორისო გამოცემების ჟურტალისტებითაა დაკომპლექტებული და ამის გამო სარეკლამო [ინდუსტრიის] „ოქროს გლობუსს“ ეძახიან. საკმაოდ რთულია ამ ფესტივალიდან მეტალის ჯილდოს ჩამოტანა და საქართველოს ისტორიაში ეს ჯერ არავის მოუხერხებია. თუმცა, წელს, გული გვიგრძნობს, ამას გამოვასწორებთ“- ამბობს ბიბი ასათიანი.
https://www.marketer.ge/dze-gvi-kartuli-proekti/
Epica Awards 2019-ის ოქროსა და გრან-პრის მფლობელებს, 21 ნოემბერს, სპეციალურ ცერემონიაზე დაასახელებენ. ვერცხლისა და ბრინჯაოს გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია, 22 ნოემბერს, ფესტივალის ვებგვერდზე განთავსდება.












