in

პირველი ოქრო! Windfor’s Kyiv-ის გუნდი Young Lions 2021-ზე მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს!

სულ რამდენიმე თვეა, რაც Windfor’s უკრაინის ბაზარზე შევიდა და Windfor’s Kyiv-ის სახელით ოპერირებს და უკვე მოიპოვა კანის ახალგაზრდული კონკურსის პირველი ოქრო. Young Lions Ukraine 2020-ზე Windfor’s Kyiv გრაფიკოსმა დიზაინერმა ასახელა. ვიქტორია ხარჩენკომ Young Lions Ukraine 2020-ზე, დიზაინის კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა და 2021 წელს, კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრება, სადაც, თანაგუნდელ დანია ნესტერევიჩთან ერთად (სააგენტო Banda) მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს.

ბრიფის მიხედვით, კონკურსანტებს უნდა შეექმნათ ვიზუალური იდენტობა ბავშვთა სიღარიბესთან მებრძოლი ალიანსისთვის. Alliance for Ending Child Poverty წარმოადგენს ასოციაციას და აერთიანებს არაკომერციულ ორგანიზაციებს, კომპანიებსა და სახელმწიფოებს, რომლებიც ერთობლივად ებრძვიან ბავშვთა სიღარიბეს. ბრიფის სრულად სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

აი, გამარჯვებული ნამუშევარიც:

რატომ უნდა დავარეგისტრიროთ ბრენდი TikTok-ზე?! – მარიამ ფერიშვილი

როგორ გამოვიყენოთ ომის ისტორიიდან მიღებული გაკვეთილები კრიზისის მართვაში?