in

„ბედნიერების ოთხი სეზონი“ – WINDFOR’S-ისა და კოხტა-მიტარბის კოლაბორაცია

კრეატიული სააგენტო WINDFOR’S კურორტ კოხტა-მიტარბისთან 7 თვიანი თანამშრომლობით, სხვადასხვა ტიპის ნამუშევარი შექმნა.

BOG
BOG

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=37gfNbXRwKs[/embedyt]
ლევან ჩიკვაიძე, „ვინდფორსის“ კომუნიკაციების მენეჯერი: „ბუნებრივია, ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე ვესტუმრეთ კურორტს, რომ უკეთ აღვექვა გარემო, ფერები, ლანდშაფტი. იქაურობა იმდენად ლამაზი და ხელშეუხებელია, გულგრილს არავის ტოვებს“.„სხვადასხვა ვიზუალური მასალიდან, რაზეც ამ პერიოდში ვმუშაობდით, გამოვარჩევდი 2018 წლის კალენდარს, რომლისთვისაც თორმეტი განსხვავებული ილუსტრაცია შეიქმნა. თითოეულ თვეს მივუსადაგეთ ფლორისა და ფაუნის ის წარმომადგენელი, რომელიც სწორედ ამ ტერიტორიაზე ბინადრობს/ხარობს“.„კალენდარი საჩუქრად კოხტა-მიტარბის საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლებმა, პარტნიორებმა და მეგობრებმა მიიღეს“.„რაც შეეხება მთავარ ვიზუალს, მარტივი მესიჯის: „ბედნიერების ოთხი სეზონი“ გადმოსაცემად, შევქმენით საცხოვრებელი კომპლექსის ოთხ სეზონიანი გრაფიკული ობიექტი“.

„ასევე, განხორციელდა ფოტოსესია სხვადასხვა სეზონზე იმისთვის, რომ ბოლომდე გადმოგვეცა კურორტის უნიკალური ბუნება და სილამაზე. ფოტოები და სრული ინფორმაცია კურორტის შესახებ კატალოგშია შესული“, – ლევან ჩიკვაიძე.

Client: Kokhta-Mitarbi Resort

Agency: WINDFOR’S

Executive Creative Director: Nino Gordeladze
Senior Copywriter: Irina Sakvarelidze
Senior Art Director: Mari Sukhishvili
Copywriter: Lasha Babuadze
Illustrator: Natia Kvaratskhelia
Graphic Designer: Sergo Titenkov, Nino Khurtsilava
Senior Account Manager: Tamar Tsintsadze
Digital Planner: Sandro Javakhishvili
Social Media Team: Ninutsa Dzneladze, Levan Sirbiladze

Photos: Lasha Gigauri  

Video:
Production & Post-Production Manager: Natia Nikoleishvili
Scene Assembling / Modeling / Dynamics / Animation / Compositing – Levan Lapachi
Scattering / Shading / Lighting / Rendering – Mikheil Chachkhunashvili
Sound Design: Nika Tsintsadze

რა გეგმებით შემოდის კრიპტოვალუტის ბაზარზე ახალი ქართული კომპანია “Bixtrim“?

დაავადება, რომელიც ტვინს ფაზლის მსგავსად შლის! – პრინტ კამპანია