in

კიევის ცაზე WINDFOR’S-ის დროშა ფრიალებს! – ქართული სააგენტოს უკრაინული ოფისი ოფიციალურად გახსნილია

საკომუნიკაციო სააგენტო, რომელიც საქართველოს სარეკლამო ბაზარზე უკვე 16 წელია მოღვაწეობს და რომელსაც საქართველოსთვის არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, ქვეყნის ფარგლებს გაცდა. 

Windfor’s Kyiv-ი ოფიციალურად გახსნილია!

 

ვატო ქავთარაძე – Windfor’s-ის დამფუძნებელი: ბოლო წლებია, აქტიურად მიდიოდა ფიქრი „ვინდფორსის“ გეოგრაფიულ და შინაარსობრივ გაფართოებაზე. თუმცა საჭირო იყო გარკვეული პირობებისა და გარემოებების თანხვედრა, რომლებიც შარშან სწორედ კიევში გამოიკვეთა და რის შემდეგაც, დიდხანს აღარ გვიყოყმანია”.გარდამტეხი მომენტი 2019-ში დადგა, როდესაც ახლო კოლეგები – თამარ ცინცაძე და გიორგი ლობჯანიძე კარიერის გასაგრძელებლად უკრაინაში გაემგზავრნენ. სწორედ მაშინ გაჩნდა კიევის ოფისის გახსნის რეალური შესაძლებლობა. ცოტაოდენი მონდომებითა და იღბლიანი დამთხვევის წყალობით, „ვინდფორსის“ გზები აკაკი ჩიხრაძესთან [Windfor’s Kyiv-ის ბიზნეს პარტნიორი], ილია ანუფრიენკოსთან [Windfor’s Kyiv-ის კრეატიული დირექტორი] და ილია იანკოვსკისთან [Windfor’s Kyiv-ის სენიორ ქოფირაითერი] გადაიკვეთა და მყისიერმა შემოქმედებითმა ქიმიამ პროცესები დააჩქარა. 

ილია ანუფრიენკო სააგენტო Banda-ს ყოფილი სენიორ არტ დირექტორია. მისმა პროექტებმა 2019 წელს, Epica Awards-ის ორი ოქრო და ერთი ვერცხლი დაიმსახურა, რამაც Banda ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ნომერ პირველ სააგენტოდ აქცია. აღსანიშნავია, რომ ამავე ფესტივალზე ოქროს ჯილდო მოიპოვა „ვინდფორსმაც“. სცენაზე ერთად იდგნენ (ისხდნენ) ჯერ კიდევ იმ დროისთვის ერთმანეთისთვის უცნობი ქართველი და უკრაინელი კოლეგები. 

რაც შეეხება BBDO Kyiv-ის ყოფილ კოპირაიტერს, ილია იანკოვსკის, ის კიევში სარეკლამო ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავია და მის სახელს უკრაინისთვის პირველი კანის ახალგაზრდული ოქროს მედლების მოპოვება უკავშირდება. 

ვატო ქავთარაძე, ვინდფორსის დამფუძნებელი: რამდენიმე თვის წინ, უკრაინელი პარტნიორები თბილისში სამუშაო ვიზიტით გვეწვივნენ. ორივეს ილია ჰქვია, რამაც სახალისო დაბნეულობა შემოიტანა ჩვენს რიგებში. ერთმანეთისგან გასარჩევად, ილია პირველი და ილია მეორე შეერქვათ. საბოლოო ჯამში, კონსულტაციები ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და შედეგიც სახეზეა – როგორც დაგპირდით, ამაყად წარმოგიდგენთ Windfor’s Kyiv-ს მთელი თავისი შემოქმედებითი რესურსითა და პოტენციალით“. 

გიორგი ლობჯანიძე, Windfor’s Kyiv-ის აღმასრულებელი დირექტორი: ილიების დახმარებით, მოკლე დროში შევძელით შეგვეკრა არაჩვეულებრივი გუნდი, რომელიც საოცრად ნიჭიერი, ენერგიული და გონებაგახსნილი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. თითოეულ მათგანს კარგად იცნობენ უკრაინულ სარეკლამო ინდუსტრიაში: და მათი პორტფოლიოები უამრავ საკმაოდ გახმაურებულ პროექტს მოიცავს:

ალექსანდრა ნაიდენოვა – Fedoriv-ის ყოფილი სენიორ სტრატეგი;
ვიქტორია მოსკოფიდი – IAMIDEA-ს ყოფილი დიზაინერი;
არმან ენოკიანი – 3D არტისტი;
ქსენია მილჩენკო – MadCats-ის ყოფილი დიზაინერი;


გვჯერა, რომ ეს გუნდი სულ მალე დაიწყებს გაზრდას და შექმნის ახალ, მძლავრ გრავიტაციულ ველს უკრაინულ ბაზარზე, რომელიც ისედაც უკვე საკმაოდ ავაფორიაქეთ.

ბიბი ასათიანიWindfor’s-ის თანადამფუძნებელი: „ვინდფორსის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თბილისისა და კიევის ოფისებს შორის კოლაბორაცია და რესურსების გადანაწილება იქნება. ეს განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი კრიზისული პერიოდების დროს, რომელშიც თუნდაც ახლა ვიმყოფებით“.

ვატო ქავთარაძე, ვინდფორსის დამფუძნებელი: „ზოგადად ის რეალობა, სადაც ამ ეტაპზე ყველა ერთად აღმოვჩნდით, ცვლის მოვლენათა განვითარების დინამიკას და დრამატურგიას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვეცადეთ, არ გადაგვეხვია დასახული ტრაექტორიიდან და ყველაფერი იმ დროის ჩარჩოებში მოგვექცია, რომელიც თავიდან გვქონდა დასახული, ბუნებრივია, გარკვეული კორექტირებების გათვალისწინებით. ახალ ბაზარზე შესვლა, ზოგადად, არასდროს არ არის ადვილი და ასეთ გარემოებებში, მით უმეტეს. თუმცა როგორც საფრთხე, ყველა კრიზისს თან ახლავს შესაძლებლობების მთელი პალიტრაც“.

დაარსების დღიდან მაღალი ხარისხი და ინოვაციური კრეატიული გადაწყვეტები, რაც სხვადასხვა დროს არაერთი საერთაშორისო ჯილდოთი აღნიშნულა, ვინდფორსის სავიზიტო ბარათია საქართველოში. თამასას დაგდებას ის არც უკრაინაში აპირებს და ანალოგიური შემართებით, მიზნებითა და ამბიციებით შედის ახალ ბაზარზე. Windfor’s Kyiv-ის პროექტები სულ მალე ნახავენ დღის შუქს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ იანვარში შევიტყვეთ, რომ Windfor’s უკრაინის ბაზარზე გადიოდა და ოპერირება, სავარაუდოდ, 2020 წლის აპრილში უნდა დაეწყო.

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

უფასო ვუპერი გინდა? მაშინ ამოცანა ამოხსენი! – Burger King-ის კამპანია