in ,

როგორ შეიქმნა lotto.ge-ს სარეკლამო კამპანია – „დაუჯერე ნიშნებს!“

საქართველოს ეროვნული ლატარიის (lotto.ge) სარეკლამო კამპანიაზე საკომუნიკაციო სააგენტო WINDFOR’S–მა იზრუნა. მუშაობა კი ვიზუალური იდენტობის შექმნით დაიწყო და ბრენდისთვის სპეციალური პერსონაჟის – მტრედის შექმნით გაგრძელდა. ავტორებმა, სამიზნე აუდიტორიის შერჩევისას, ლატარიის კომპანიისთვის არატრადიციული გზა არჩიეს და იმ ადამიანებთან საუბარი გადაწყვიტეს, რომლებსაც არ სჯერათ მოგების, შესაბამისად, არც თამაშობენ. ბრენდი სხვადასხვა გზით მოუწოდებს სკეპტიკოს ადამიანებს დაიჯერონ მოგების. კამპანიის ფარგლებში, თბილისის ქუჩებში სხვადასხვა მინიშნებას შეხვდებოდით – „შესაძლოა ეს იყოს მომგებიანი რიცხვი“, გარდა ამისა, lotto.ge-სთვის შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელსაც WINDFOR’S-ის კომენტართან ერთად გთავაზობთ:

BOG
BOG

 

„ბრენდისთვის შემუშავდა ახალი ვიზუალური იდენტობა. ლოგოს ინსპირაცია დოლურა გახდა, ძირითად ფერებად კი საქართველოს დროშის ფერები, წითელი და თეთრი ავარჩიეთ, რათა ხაზი გაესვას კომპანიის ეროვნულობასა და საყოველთაობას“. 

„რაც შეეხება საკომუნიკაციო კამპანიას, როგორც წესი, ლატარიის კომპანიები სამიზნე აუდიტორიად იმ ადამიანებს ირჩევენ, რომელთაც ისედაც სჯერათ გამარჯვების და მათ ბილეთის ყიდვისკენ მოუწოდებენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, სკეპტიკოსებისთვის მიგვემართა – მათთან მიგვეტანა მარტივი მესიჯი – თუ არ ითამაშებ, ვერც მოიგებ.

კამპანიის სახე მტრედია. გავრცელებული მოსაზრების თანახმად ხომ სწორედ, მტრედები „მიგვანიშნებენ“ უეცარი გამდიდრების შესახებ. ეს საქმე ამჯერადაც მათ ვანდეთ. ანიმაციური მტრედის შექმნა უაღრესად საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ პერსონაჟის, მისი ხასიათის, მოძრაობების, მიმიკის დახვეწაზე, დაფაქტურებაზე და გულწრფელად შეგვიყვარდა“.

„მინიშნებები მთელი ქალაქის მასშტაბით გავავრცელეთ – დაბადების თარიღი, სახლის ან ტელეფონის ნომერი, სართული რომელზეც ცხოვრობ. რიცხვები ხომ ზოგადად დიდ მნიშვნელობას ატარებენ და ნებისმიერი მათგანი, ან მათი კომბინაცია, შეიძლება ჯეკპოტის მოგებაში დაგვეხმაროს“. 

Client: საქართველოს ეროვნული ლატარია

Agency: WINDFOR’S

Executive Creative Directors: Nino Gordeladze, Beqa Meparishvili
Chief Creative: Vato Kavtaradze
Copywriter: Irina Sakvarelidze, Kata Kokosadze
Art Director: Mari Sukhishvili
Illustrator: Natia Kvaratskhelia
Client Service Director: Tamar Tsintsadze
Junior Account Manager: Tinatin Khapava

Production: (BIRDY)
Project manager: Mariam Lobzhanidze
Producers: Natia Nikoleishvili, Tami Morchiladze
Director: Nino Gordeladze
DOP: Sandro Darakhvelidze
Production Designer: Nikoloz Guraspashvili
Production Assistant: Torkine Kirtadze
Set Decorator: Dato Daraselia
Costume Designer: Nikoloz Guraspashvili

Post Production:
Production and Post Production Manager: Natia Nikoleishvili
Animation Production: Halfpace Studio
Project Supervisor: Levan Lapachi
Modeling: Lasha Zoidze, Levan Lapachi
Rigging: Davit Sakhvadze
Grooming: Givi Sabadze, Yannick Vincent
Animation/Dynamics: Levan Lapachi
Shading/Lighting: Levan Lapachi, Luka Jgharkava
Compositing: Luka Jgharkava, Levan Lapachi
Sound Mix Company: Studio Phonograph
Sound Director: Paata “Godfather” Godziashvili
Color Grading: Ondrej Stibingr, UPP Universal Production Partners

მალე! ქართული მხედრული ანბანის მთავრული ასონიშნები Unicode Standard-ში

მე-19 საუკუნის მარკეტერი და სამშობლოსთვის ანდერძად დატოვებული 3 მილიონი მანეთი – დავით სარაჯიშვილის გზა!