„წელს, სააგენტო Windfor’s 15 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გვაქვს სიახლეები: შევცვალეთ ლოგო და ვიზუალური სტილი. როგორ აისახება ეს სააგენტოს ცხოვრებაში და რა მიმართულებით იქნება ცვლილებები, უახლოეს მომავალში შეიტყობთ“, – ამბობს Windfor’s-ის კრეატიული დირექტორი ბექა მეფარიშვილი.
„ვინდფორსის“ ახალი ვიზუალური სტილის ინსპირაცია ქარი და ქარის მოძრაობა იყო.
„მისი დაწერა კლავიატურითაც შეიძლება – \\’ . ახალ ვიზუალში უცვლელი დარჩა აპოსტროფი, რომელიც ჩვენი სააგენტოს იდენტობის ნაწილია.
ახალი ვიზუალური იდენტობის აღსანიშნავად, სააგენტომ სპეციალური ანიმაციაც შექმნა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/windfors.communication/videos/3305895162814303/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
ახალ ლოგოსა და ვიზუალურ იდენტობაზე თავად „ვინდფორსის“ გუნდმა იმუშავა.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ირაკლი ზურაბიშვილსა და ვანო საღინაშვილს“
თუმცა, Windfor’s-ის ცხოვრებაში ეს ერთადერთი სიახლე არ არის. უფრო კონკრეტულად კი, სააგენტო საერთაშორისო ასპარეზზე გეგმავს გასვლას. კონკრეტულად რა სიახლეები აქვთ, ამას „მარკეტერის“ მკითხველი უახლოეს მომავალში შეიტყობს.