18
ივნ
2017

Windfor’s-ის ქეისი კანის ლომების ფესტივალზე ოთხი კატეგორიის რჩეულია!

18 ივნ 2017

კანის კრეატიულმა ფესტივალმა სტარტი 17 ივნისს აიღო, დღეს ცნობილი გახდა, რომ სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ის ქეისი – Dinner With Georgia ოთხი კატეგორიის რჩეული გახდა:

PR – Public Sector
PR – Events & Stunts
PR – Territory Marketing & Communication
Cyber – Public Sector

ე.წ შორტლისტში მოხვედრა პირველი გამარჯვებაა, ეს ნიშნავს რომ ფესტივალის ჟიურიმ ის ათასობით კამპანიას ამჯობინა, მაგრამ თუ რამდენ ლომს დაეუფლება Windfor’s-ი ეს ხვალ, 19 ივნისს დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

 

განხილვა