in

WINDFOR’S-მა Google-ის ოფიციალური პარტნიორობა მოიპოვა – რას ნიშნავს ეს?

საქართველოში, Google-ის პარტნიორ კომპანიებს სააგენტო WINDFOR’S TBILISI შეემატა. რას ნიშნავს ეს სააგენტოსთვის და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება იყო საჭირო ამ სტატუსის მოსაპოვებლად, WINDFOR’S-ის წარმომადგენლები გვიამბობენ.

„WINDFOR’Sის ციფრული დეპარტამენტი თავისი არსებობის 1 წლის თავზე უკვე გუგლის პარტნიორი გახდა. ერთი წლის განმავლობაში, თანამშრომლების რაოდენობა გაორმაგდა და გაძლიერდა ახალი მიმართულებები – ედვერთაიზინგი, ანალიტიკა და UX/UI. Google-ის პარტნიორობა WINDFOR’S-ის ციფრული დეპარტამენტის განვითარების გეგმის ერთ-ერთი ეტაპია.“

M: რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება გახდა საჭირო პარტნიორის სტატუსის მოსაპოვებლად?

Google-ის პარტნიორობისთვის რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება არის საჭირო, როგორიცაა კამპანიების ოპტიმიზაციის დონე, დახარჯული ბიუჯეტი, ა.შ. ამასთანავე, სააგენტოს ციფრულ სტრატეგებს უნდა ჰქონდეთ გავლილი გუგლის სერტიფიცირება შესაბამისი მიმართულებებით (საძიებო სისტემების, დისპლეის, აპლიკაციის და სხვა ტიპის კამპანიები).

Google-ის პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ექსკლუზიური შეთავაზებები, მომხმარებლების ინსაითების რეპორტები და ციფრული კამპანიების გაუმჯობესების რეკომენდაციები. თავის მხრივ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება კამპანიების შედეგებსა და დაგეგმილი KPI-ების მიღწევა/გადაჭარბებაში.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ავტონომიური თვითმფრინავი ტვირთს პილოტის გარეშე გადაიტანს

სააგენტო meta-ს დირექტორი ლევან კოკოლიშვილი გახდა