in

დიდი ციფრული განახლება WINDFOR’S-ში: ვაკანსიები და გუნდის ახალი გეზი!

WINDFOR’S-ში სიახლეებია – სააგენტომ შეიცვალა მისამართი და „სტამბაში“ დაიდო ბინა. სრულიად გარდაქმნა ციფრული განყოფილება და მის ხელმძღვანელად, ციფრული მარკეტერი ნიკა გვახარია, პირდაპირ ესპანეთიდან მოიწვია, რომელსაც ისეთ დამკვეთებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა Lenovo, Coca-Cola, Ferrero Rocher… იზრდება WINDFOR’S-ის კოლექტივი და სააგენტოში გუნდის ახალ წევრებს ყველა რანგის პოზიციისთვის არჩევენ. დიდ განახლებაზე WINDFOR’S-ის ბიზნეს მენეჯერი, თინათინ ხაფავა გვესაუბრა:

M: მოკლედ მიმოვიხილოთ, რა ცვლილებებია სააგენტოში? 

თინათინ ხაფავა

სააგენტოს ცხოვრებაში ბევრი ცვლილებაა, მათ შორის ახალი ოფისი, თუმცა ამაზე უფრო ვრცლად ოდნავ მოგვიანებით გიამბობთ. ვცდილობთ მაქსიმალურად მომზადებულები დავხვდეთ პოსტ-პანდემიურ პერიოდს და ამ მხრივ, საკმაოდ დიდი რესურსი ჩვენი ციფრული დეპარტამენტის განვითარებისკენ მივმართეთ. დაგვემატა ახალი კლიენტები, მათ შორის McDonald’s. ასევე, ვინდფორსის ციფრულ განყოფილებას ახალი ხელმძღვანელი და პარტნიორი შემოუერთდა ნიკა გვახარია, რომელიც ამ მიმართულებით, აქამდე წარმატებულად მოღვაწეობდა ესპანეთსა და საქართველოში. ახალ სივრცეში ახალი ძალებით შევეჭიდებით საინტერესო პროექტებს.

M: გვიამბეთ, ვინ არის ციფრული განყოფილების ახალი ხელმძღვანელი? რა გამოცდილება აქვს?

ნიკა მადრიდში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მადრიდშივე დაამთავრა ამერიკული სენტ ლუისის უნივერსიტეტი და შემდგომ, უკვე ციფრული მარკეტინგის მაგისტრიც გახდა

ნამუშევარი აქვს რამდენიმე სარეკლამო სააგენტოში ისეთ საერთაშორისო კლიენტებთან, როგორიცაა Lenovo, Coca-Cola და Ferrero Rocher.

ბოლო წლები დამოუკიდებელი ციფრული კონსულტანტი იყო. ასევე, 2015 წლიდან დღემდე, გახლავთ ასოცირებული ლექტორი IED- უნივერსიტეტის მადრიდის კამპუსში, სადაც ციფრულ სტრატეგიას, ვებ ანალიტიკას და paid media-ს ასწავლის.  

როგორც კონსულტანტმა, ბოლო წლებში არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა საერთაშორისო და ქართველი კლიენტებისთვის, როგორიცაა Rooms Hotels-ის ვებ ანალიტიკის და საერთაშორისო სარეკლამო სისტემის აწყობდა ურიზმის ადმინისტრაცია, ვისთვისაც, თავის გუნდთან ერთად, 360°-იანი ციფრული სტრატეგია და ვებგვერდის განახლებული პროქტი შექმნა, რომელიც 2022 წელს გაეშვება

ნიკა გვახარია

ნიკა გვახარია – WINDFOR’S-ის ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

M: როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა? 

ვინდფორსის საქმიანობას, ისევე, როგორც ბევრი ჩვენგანი, ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალსვატო ქავთარაძეს ადრეული ასაკიდან ვიცნობ და ამ სააგენტოს საერთაშორისო წარმატებებიც მუდამ მიხაროდა, ვინაიდან სასიამოვნოა, როდესაც ნიჭიერ ადამიანებს თავიანთი საქმე უფასდებათ

ვინდფორსმა უკრაინის ოფისისის გახსნის შედეგად, წინ დიდი ნაბიჯი გადადგა საერთაშორისო საზღვრების გაფართოებისკენ. ამასთანავე, ჩვენი ინტერესები, ღირებულებები და ამბიციები იმდენად ემთხვევოდა, რომ არ შეიძლებოდა, არ გამოგვეყენებინა პარტნიორობის არსებული შესაძლებლობა.

M: რა მოლოდინი გაქვთ ციფრული მიმართულების კუთხით და როგორია თქვენი გეგმები? 

  • On & Off გუნდებს შორის მაქსიმალური სინერგიის შექმნა;
  • გუნდის გაზრდა და მათი ციფრული სქილების ორგანულად განვითარების ხელშეწყობა;
  • უახლესი ტექნოლოგიების, პროცესების და სერვისების დანერგვა
  • მეტ დასავლურ კომპანიებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება.

ზოგადად, გვინდა შევქმნათ გარემო, სადაც ჩვენი კადრები სისტემატურად განვითარდებიან და ამასთან, ჩვენი ხელშეწყობით შექმნიან ისეთ მიმართულებებს და სერვისებს, რაც ვინდფორსისთვის ორგანული იქნება. ამ ეტაპზე, ციფრული დეპარტამენტისთვის აქტიურად ვეძებთ კადრებს, დაწყებული სინიორ პოზიციებიდან, დამთავრებული ჯუნიორებითა თუ სტაჟიორებით.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

შეკითხვები დიდებული მოვლენების სრულყოფის წინაპირობაა – ამბავი „ჰიუნდაი ტუსანისა“ და „მარველის“ ლოკის დაძმობილებაზე

სალომე გორგილაძე – ქართველი ანტრეპრენერი, რომელიც მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშია