in

#პორტფოლიო – 10 ვიდეორგოლი Windfor’s-ის ნამუშევრებიდან

„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, Windfor’s-ის პორტფოლიოდან გიზიარებთ ნამუშევრებს, რომელთა საშუალებითაც სააგენტომ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ნახეთ და შეაფასეთ ვიდეორგოლები Windfor’s-ის პორტფოლიოდან.

Dinner With Georgia – GNTA

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, Windfor’s-მა საგანგებო დახვედრა მოუწყო იმ წლის მეექვსმილიონე ტურისტს საქართველოში.

A guest of honor – The Walking Dead
Caucasus Online | FOX

The Walking Dead-ის მე-6 სეზონთან დაკავშირებით, Windfor’s-ის გუნდმა სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი ჩამოიყვანა საქართველოში და საკადრისადაც უმასპინძლა.

Dze_Georgian Project
Dzegvi Shelter | American Friends of Georgia

„ძე – ქართული პროექტი“ – „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“, WINDFOR’S-ისა და „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორიც, სააგენტო WINDFOR’S-ია. კამპანიის ფარგლებში შექმნილ კონცეპტუალურ ვიდეორგოლში ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ.

დაუჯერე ნიშნებს – საქართველოს ეროვნული ლატარია

საქართველოს ეროვნული ლატარიის კამპანიისთვის, Windfor’s-ის გუნდმა მტრედი აალაპარაკა.

აქ.ახლა – თიბისი

ბესიკ ხარანაულის ლექსის შთაგონებით, თიბისის კამპანიისთვის ასეთი ვიდეორგოლი შეიქმნა.

მე ვარ საქართველო – ეროვნული ნაკრები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რებრენდინგთან ერთად, ასეთი კამპანიაც შეიქმნა, მთავარი გზავნილით „მე ვარ საქართველო“.

Pirlo Effect – Europebet

ფეხბურთის იტალიელი ვარსკვლავი – ანდრეა პირლო საქართველოში, Europebet-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ჩამოვიდა. „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“ – კამპანიის მთავარი გზავნილია. ვიდეორგოლსა და მის სლოგანს შორის კავშირი ანდრეა პირლოს ცნობილ პენალტს უკავშირდება. ფეხბურთელმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისას, ინგლისის კარის მიმართულებით საკმაოდ სარისკოდ დაარტყა, აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფეხბურთელმა კი ქმედება სიამოვნების მოტივით ახსნა.

Duet – Bank of Georgia

2009 წელს, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, Windfor’s-მა საახალწლო კამპანიაზე იმუშავა.

Treepex – Device

Treepex – გამოგონილი მოწყობილობაა, რომელიც ჰაერს ტოქსინებისგან წმენდს. მისი გამოგონება კამპანიის ავტორებს ეკოლოგიისკენ ყურადღების მისაპყრობად დასჭირდათ.

კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს – ბანაკი – ჯეოსელი

2014 წელს, მაყურებელმა სატელევიზიო და სოციალური ქსელების სივრცის საშუალებით გაიცნო კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს. კამპანია ჯეოსელის სატარიფო შეთავაზების აღსანიშნავად შეიქმნა.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ყავის ნალექისგან ჭიქები დაამზადეს

PLUS- ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებელი საინტერესო შეთავაზებებს და საჩუქრებს მიიღებს