in

Window Project წარმოგიდგენთ გელა წულაძის ინსტალაციას სახელწოდებით „Keep Camouflage“


რუსთაველის 37-ში მდებარე საჯარო სახელოვნებო ვიტრინაში Window Project წარმოგიდგენთ გელა წულაძის ინსტალაციას სახელწოდებით „Keep Camouflage“.

14 თებერვალი – 20 მარტი

ეს არის ერთგვარი გაგრძელება Window Project-ის მიერ უკვე წარმოდგენილი სერიისა „ვარიაცია სულებზე”, მაგრამ ამ შემთხვევაში გელა წულაძის ნამუშევრები ეხმიანება მიმდინარე პროცესებს, იმას, რომ დღეს ადამიანებს ორმაგად მეტი ბრძოლა უწევთ თვითგადარჩენისთვის. „მტერი“ დადგენილია, ხოლო ბრძოლის მეთოდები შესწავლილი. ამ ბრძოლის უკანასკნელი „ტაქტიკა“, დროის შესაბამისი ბრძოლის ფორმაა შენიღბვა-კამუფლაჟი. ვიტრინაში, ფერწერული ნამუშევრების წინ განთავსებულია გელა წულაძის დიზაინ-ობიექტები, სახელწოდებით „Throne of Love“, ასევე მინის ზედაპირზე გამოსახულია გაყოფილი გული, ისინი ბრძოლაში სიყვარულით გარდაუვალი გამარჯვების სიმბოლოები არიან.


Quad Gods – მსოფლიო დონის გეიმერები, რომლებიც მხოლოდ პირის დახმარებით თამაშობენ

Facebook ჭკვიანი საათის შექმნაზე მუშაობს!