“La Nuit étoilée ou la nuit sans étoiles”
“ვარსკვლავებიანი ღამე თუ ღამე ვარსკვლავების გარეშე”

Lucile Littot
ნამუშევრს სათაური “ვარსკვლავებინი ღამე”- ვან გოგის ნახატის საპატივცემულოდ ჰქვია.
ფერწერაში ასახულია ის, რაც ვან გოგს შეიძლებოდა დაენახა სენ-პოლ-დე მოსოლის მონასტრის თავშესაფარის ოთახიდან, რომელშიც იგი იმყოფებოდა. ეს არის ერთგვარი ექსტრაპოლაცია.
ამ ნამუშევრის სახელი ასევე შეიძლება იყოს მაგალითად “Peeping Tom” (მოთვალთვალე ტომი).
ეს არის სასიყვარულო სცენა, რომლის დანახვაც შესაძლებელი იქნებოდა დაკეტილი კარის საკეტის ხვრელიდან.

ქალის ფიგურა, ერთგვარი ლედი გოდივა, რომელიც ატარებს შავი ხავერდის ვენეციურ ნიღაბს, ცნობილ «მორეტას», რომელიც მეთვრამეტე საუკუნის კლასიკური ობიექტი იყო, მხოლოდ მისი გრძნობების სიმულაციას აჩვენებს, იგი მიჯაჭვულია ადამიანის მიმართ, რომელმაც დემონის სახე მიიღო.
იქნებ ამ ნამუშევრის სახელწოდება “ღამე ვარსკვლავების გარეშე” სჯობს იყოს…-
ამბობს არტისტი.

Lucile Littot-ის სამყარო აღბეჭდავს თავისუფლებას,ინდივიდუალორობას,
სიმდიდრის სიუხვეს, რაც სხვაგვარად არის ბაროკო, როკოკო, რომანტიზმი, სიზმრის მსგავსი, გროტესკული, კარიკატურული, ტოქსიკური, მხიარული და ტრაგიკული. ეს ჰგავს ფესტივალს, რომელიც ღიაა ყველა ფორმის და მედიუმის ჰიბრიდიზაციისთვის. ფერწერაში, კერამიკულ სკულპტურებში, ასევე მის ინსტალაციებში აწყობილი ისტორიები ერთმანეთში არის გადახლართული. ეს არის ერთდროულად გლამური და trash-ი.
ლუსილ ლიტოტი ეხება სხვადასხვა ესთეტიკურ კატეგორიებს იგი იყენებს რეფერენსებს როგორც სამეცნიერო, ასევე პოპულარული კულტურის სფეროდან.

ლუსილ ლიტოტი
1985
არის ფრანგი მხატვარი,იგი მუშაობს პარიზს, ლოს ანჯელესსა და მექსიკო სითის შორის. მან 2008 წელს დაამთავრა Ecole Superieure D’Art de Rueil-Malmaison და სწავლობდა მარსელის Ecole de Beaux-Arts de Marseille- ში. მას ჰქონდა სოლო გამოფენები ლოს ანჯელესის Night Gallery -ში და პარიზის New Gallery-ში. 2021 წელს მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება ჯგუფურ გამოფენებში «« La diossa Verde » MAZ, Guadalajara, MX,« Les flammes, l’art vivant de la céramique » Musee D’art Moderne De la Ville De Paris, FR და ასევე Musee Regional D ‘art Contemporain de Serignan, FR, Sans Titre, Paris, FR.