in

Window Project-ი წარმოგიდგენთ შოთიკო აფციაურის პერსონალურ გამოფენას “უწყლო ცურვა”


15 მაისს Window Project-ში შოთიკო აფციაურის პერსონალური გამოფენა,
“უწყლო ცურვა” გაიხსნება. გამოფენის დათვალიერება მსურველებს 30 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

რა ემართება ადამიანს, როდესაც მას ფუნქციონირება ისეთ გარემოში უწევს, როცა გარშემო ყველაფერი პირვანდელ სახეს და შინაარსს კარგავს? როგორ ახდენს ის ცვალებად გარემოსთან, ლოქდაუნებთან, კარანტინთან და სხვადასხვა ცვლილებებთან ადაპტაციას?

საქართველოში, ქალაქ ქუთაისში, ეკონომიკური სისტემის შეცვლის შემდეგ ამ ქალაქის ერთადერთი აუზი წყლის გარეშე დარჩა, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ ამ აუზზე მაინც ტარდებოდა ცურვის გაკვეთილები. ცურვის გაკვეთილებზე მოსწავლეები ცურვის იმიტაციურ ვარჯიშებს აკეთებდნენ. ხოლო მწვრთელისგან გაიგებდით ფრაზას „წარმოიდგინეთ, რომ წყალში ხართ“. სტუდენტები კვირის გარკვეულ დღეებში სრული მონდომებით ცდილობდნენ გაეცურათ წყლის გარეშე.

“უწყლო ცურვა” საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უფუნქციო აუზების კვლევაზე დაფუძნებული ნამუშევარია, რომელიც წყლის გარეშე ცურვის ნოსტალგიურ, პოეტურ იმპულსებს თვითირონიული და დრამატული გზებით აცოცხლებს.


EDGE სერტიფიცირებული მწვანე შენობები საბანკო სექტორში

INCOMPASS 2021 – შეცვალე მომავალი უკეთესობისკენ – „ფილიპ მორის საქართველო“ სტაჟირების პროგრამას იწყებს