in

Window Project რუსთაველის 37-ში მდებარე ვიტრინაში SITUATIONIST-ის ინსტალაციას წარადგენს

Window Project-ი წარმოგიდგენთ SITUATIONIST-ის ინსტალიაციას, რომელიც მოიცავს ობიექტს სახელწოდებით “Wedged in a frame: Yellow” და დავით გიორგაძის ფოტოს “Eyes of yours as deep as those blues in silver water“ რუსთაველის 37-ში მდებარე სახელოვნებო ვიტრინაში.

7 დეკემბერი -18 იანვარი 2021

ინსტალიაცია არის SITUATIONIST-ის პროექტის “უნახავი მემკვიდრეობის” ნაწილი, რომლის პრეზენტაცია ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

“უნახავი მემკვიდრეობა წარმოადგენს სიტუაციონისტის, როგორც ბრენდის იდენტობას და წარმოაჩენს განსაკუთრებულ მეთოდებს, რომლითაც ვქმნით კოლექციებს. თითოეული ნივთი უნიკალურია და გვიყვება ინდივიდუალურ ისტორიას. მათ უნდა იარსებონ არა მხოლოდ გარდერობში, არამედ ატარებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას სხვადასხვა დროსა და სივრცეში.

კოლექცია წარმოდგენილი არის ცალკეულ ობიექტებად და არა მხოლოდ სხეულზე. ობიექტები ატარებენ როგორც ტრადიციულ, ასევე არასტანდარტულ მნიშვნელობას. კომუნიკაციის მედიუმად ვიყენებთ როგორც ორ განზომილებიან, ჩარჩოში ჩასმულ ტანსაცმელს, ასევე ფოტო და ვიდეო ინსტალაციებს.

ნამუშევრები ეხება როგორც ქვეყნის კულტურულ მემკიდრეობას, ასევე ხალხს, რომლებიც თავად არიან ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა. ტანსაცმელი გრძელ გზას გადის სრულყოფილების მისაღწევად და დღეს ჩვენება მისი პრეზენტაციის ერთადერთი გზა აღარ არის.

დღევანდელი მსოფლიო კლიმატი გვაჩვენებს, რომ მოდის ინდუსტრიამ, ტანსაცმლის სწრაფი წარმოება უნდა შეანელოს. კონსიუმერიზმს ხშირად ეწირება ხელოვანთა მესიჯები და მომხმარებლის იდენტობა. ჩვენთვის ტანსაცმელი იდენტობაა და ის არ უნდა ექვემდებარებოდეს ტენდენციებს. ჩვენ ვსვამთ აქცენტს შექმნის ხელოვნებაზე. ყველა ნამუშევარი ინდივიდუალურია და ისინი აერთიანებენ წარსულს მომავალთან” – ამბობს Situationist.

საუკეთესო დამკვეთი – მითია თუ რეალობა?

Bolt Food თბილისშია!