27
Dec
2019

#სულახალია2 – გამოფენა Window Project-ში

27 Dec 2019

გალერეა “Window Project” წარმოგიდგენთ VA[A]DS-ის სტუდენტების ჯგუფურ გამოფენას სათაურით #სულახალია2.  #სულახალია Window Project- ახალგაზრდა ხელოვანების გამოფენების სერიის სახელია, რომელიც VA[A]DS-ის კურსდამთავრებული გიორგი გელაძის ნამუშევრის წარწერას “სულახალია”-ს ეხმაურება. #სულახალია, ავტორის აზრით, გულისხმობს მუდმივ განახლებას დროში, ცხოვრებაში, შემოქმედებაში.

გამოფენაზე წარმოდგენილია VA[A]DS-ის სტუდენტების, ახალგაზრდა ხელოვანების, ნამუშევრები. გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს და ხაზს უსვამს გვერდიგვერდ სახელოსნოებში მომუშავე, განსხვავებული ადამიანების ვიზუალურ სტილსა და მასალის გამოყენების მნიშვნელობას.

მონაწილეობენ: 

სანდრო ანჩაბაძე, ვატო ბაქრაძე, ალექსანდრე ბეგლარიშვილი, ბენედიქტ ბაკლი, გიორგი ვარდიაშვილი, სალომე თინიკაშვილი, თათული თუთისანი, იოაიოაო იუ, მარინე კანდელაკი, თეო მასპი, მარიამ მესტვირიშვილი, ალის მორი, ფაფო ფაჩუაშვილი, მარი ყალაბეგაშვილი, იოანა წულაია, ელენე ხვედაგურიძე, თეო ხმალაძე, ანანო ჯანაშია.

გამოფენაზე წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. თუმცა მათ ბევრი რამეც აერთიანებთ გარდა იმისა, რომ  ნამუშევრები  არა ტრადიციული ფორმატისაა, ფერი მინიმალისტურადაა გამოყენებული, ასევე, ხშირად ხმარობენ თაბაშირს და ძველ, ფუნქცია დაკარგულ ნივთებს.

გამოფენაში ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ლონდონის ჩელსი კოლეჯის სტუდენტები, რომლებიც გაცვლითი პროგრამით სწავლობენ VA[A]DS-ში: ალის მორი, ბენედიქტ ბაქლი და იაოიაო იუ.  ახალგაზრდა ხელოვანებს არა ერთ გამოფენაში მიუღიათ მონაწილეობა უნივერსიტეტში, თუმცა ბევრი მათგანისთვის ეს პირველი გასვლითი გამოფენაა.

გამოფენის კურატორები: 

გივი სარალიძე და მარიამ ქურდაძე

გამოფენა გაგძელდება 25 იანვრამდე.

განხილვა