in

Window Solar Charger-ის მეშვეობით, მზის ენერგიით მოწყობილობების დამუხტვას ადვილად შეძლებთ

მისი გამოყენება ძალიან მარტივია

Window Solar Charger ინოვაციური მოწყობილობაა, რომელიც მზის პანელებს გარშემო არსებული ჰაერის დემისიფიცირებასა და გაწმენდაში ეხმარება. მზის პანელებით და ბატარეით აღჭურვილი მექანიზმი საშუალებას გაძლევთ, თქვენი სხვადასხვა სახის მოწყობილობის დასატენად სუფთა ენერგია გამოიყენოთ.

მოწყობილობის შემქმნელი კომპანია Krystal Persaud ფიქრობს, რომ მზის ენერგიას გლობალურად არ იყენებენ, რისი მიზეზიც უშუალოდ მზის პანელების დიზაინშიც უნდა ვეძებოთ. მათ ძირითადად სახურავებზე ან მოგზაურთა ჩანთებზე ვხვდებით, კორპუსის ბინაში მცხოვრები ადამიანი კი კვლავ ელექტროენერგიას მოიხმარს.

სწორედ აღნიშნული ბარიერის მოხსნა სურთ Window Solar Charger-ის მეშვეობით. “განახლებადი ენერგიის გამოყენება რთული არ უნდა იყოს. უბრალოდ ჩამოკიდეთ მოწყობილობა მზიან ფანჯარაზე და სულ ეს არის – პანელები ენერგიას აითვისებს, თქვენ კი შეგიძლიათ მოწყობილობების დამუხტვა დაიწყოთ” – აცხადებენ მისი შემქმნელები. 2.200 მილიამპერიანი შიდა აკუმულატორი მზის ენერგიას აგროვებს და ინახავს. თანაც, მას პირდაპირ უერთდება USB კაბელი.

Window Solar Charger-ის დიზაინი საკმაოდ “მარტივია” – გამჭვირვალე პლატფორმაზე მოთავსებული მზის პანელები ბამბუკის ხის ჩარჩოთია გარშემორტყმული. მისი კომპაქტურობიდან გამომდინარე, მოწყობილობის გამოყენება არა მხოლოდ მაკრო დონეზე, არამედ მცირე საოჯახო მეურნეობაშიც შეიძლება.

„აქციე წამი მშვენიერებად“ – BEOSOUND A1 2ND GENERATION-ის უახლესი დინამიკით

Extra.ge-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს