Microsoft-მა დაიწყო Windows 10-ის აპლიკაციებისთვის ახალი ხატულების გამოყენება. დიზაინის ცვლილება ოპერაციული სისტემის მოდერნიზების მიზანს უკავშირდება. Windows 10-ის აპლიკაციების განახლება დღეიდან ხელმისაწვდომია Fast Ring მომხმარებლებისთვის, რომლებიც პროგრამულ სიახლეებს ტესტავენ.
Calculator, Groove Music, Mail, Voice Recorder, Alarms & Clock, Movies & TV და Calendar პირველი აპლიკაციებია, რომლების Windows 10-ის მომხმარებლებს ახალი სახით მოევლინება. სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დარჩა იქამდე, სანამ მათ გამოყენებას Windows 10-ის თითოეული მომხმარებელი შეძლებს.












