როგორც გახსოვთ, Microsoft-მა გასული წლის დეკემბერში საბოლოოდ შეწყვიტა Adobe Flash Player-ის მხარდაჭერა… და ვიდრე Windows 10-შიც სრულად შეწყვეტს მის გამოყენებას, კომპანია კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად – ივნისის განახლების შემდეგ Flash “ვინდოუსის” შემადგენელი კომპონენტი აღარ იქნება.
“განახლება Adobe Flash Player-ის მოცილებისთვის” (ასევე ცნობილი, როგორც KB4577586 განახლება) საწყის ეტაპზე 1809 ვერსიაზე იქნება ხელმისაწვდომი. ივლისისთვის კი, განახლება მიიღებს 1607 და 1507 ვერსიები.
ამასთან ერთად, Windows 10-ის უახლესი ძირითადი განახლება 21H1 სავარაუდოდ, სწორედ ამა წლის გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი. ამ განახლების შემდეგ, Flash ავტომატურად წაიშლება თქვენი მოწყობილობიდან.
თუ გსურთ, Flash ხელით წაშალოთ, განახლების ნახვა Microsoft Update Catalog-ში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
იმ შემთხვევაში, თუ განახლების შემდეგ Adobe Flash Player-ის გამოყენება დაგჭირდათ, ორი გამოსავალი არსებობს: განაახლეთ თქვენი მოწყობილობის სისტემა წინა ვერსიით, ან გადააყენეთ ვინდოუსის ოპერაციული სისტემა, მაგრამ არ გამოიყენოთ განახლება, რომელიც Flash-ს ავტომატურად შლის.