in

რამდენი ადამიანი სარგებლობს Windows 10-ით

მსოფლიოს მასშტაბით, Microsoft-ის ოპერაციული სისტემა Windows 10-ით 800 მილიონი ადამიანი სარგებლობს. ამის შესახებ ინფორმაციას Microsoft ავრცელებს. Windows 10 მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 2015 წლის ზაფხულში გახდა. გასულ წელს კი პოპულარობით Windows 7-ს გაასწრო და ასე გახდა Microsoft-ის ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა.

BOG
BOG

Net Applications-ის ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში, Windows 10-ს მსოფლიო ბაზარზე Desktop-ის ოპერაციული სისტემის 39.22%-ი ეჭირა, მაშინ როდესაც დროის ამავე მონაკვეთში Windows 7-ის წილი 36.9%-ი იყო. Windows 10-ის პოპულარობა შეგვიძლია დავუკავშიროთ იმ ფაქტსაც, რომ ბაზარზე არსებული ახალი პროდუქცია (ლეპტოპები, თუ სხვა მოწყობილობები), Windows 10-ის ოპერაციული სისტემისთვისაა გათვალისწინებული.

ზვიგენი მაკოს კანის სტრუქტურა ინჟინრებს უფრო სწრაფი თვითმფრინავის შექმნაში დაეხმარება

„მკერდი სხეულის ისეთივე ნაწილია, როგორიც ცხვირი“ – კამპანია #JustBoobs