Friends-ის გულშემატკივრებისთვის ეს სიტკომი მხოლოდ „დადგმული სიუჟეტი“ და კრეატიულად გაწერილი სცენარი არ არის — ეს არის მრავალფეროვანი ამბების თავშესაყარი მეგობრებზე, რომელთა ინსპირაციული ყოველდღიურობაც ბევრი ჩვენგანის „ანტიდეპრესანტად“ იქცა.
ვინაიდან სიტკომმა გამოსვლისთანავე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, წამყვანი კომპანიები აქტიურად ცდილობდნენ, მთავარი გმირების სახეები თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ამის მაგალითია 1995 წლის ვიდეორგოლების სერია, რომლებშიც მთავარ როლს მეთიუ პერი და ჯენიფერ ენისტონი ასრულებენ. „მსოფლიოში პირველი კიბერ სიტკომის“ სახელწოდებით, ბილ გეიტსს სურდა, ვინდოუსის ოპერაციული სისტემა მეტად საინტერესო კუთხით ეჩვენებინა მომხმარებლებისთვის და მათში ინტერესი აღეძრა… ამიტომაც, მეთიუ და ჯენიფერი Windows 95-ის „წარმოუდგენელ“ შესაძლებლობებზე საუბრობენ.
წყვილს ასევე ასწავლიან, როგორ შექმნან მალსახმობი კომპიუტერზე. რაზეც პერი აცხადებს: „ამ სამყაროში არ არსებობს მალსახმობები; მხოლოდ ძალიან გრძელი, გრძელი გზა“.
სრულმეტრაჟიანი Microsoft Windows 95 ვიდეო გზამკვლევი YouTube-ზეც:
საგულისხმოა, რომ 28 ოქტომბერს მეთიუ პერის გარდაცვალებამ იმდენად დაასევდიანა მთელი მსოფლიო, კომპანიებმა, რეჟისორებმა და სცენარისტებმაც ხელახლა დაიწყეს მისი შემოქმედების გახსენება…