in

მალე Windows-ს ChatGPT-ის აპლიკაცია დაემატება

სულ ახლახან OpenAI-მ განაცხადა, რომ Windows-ისთვის ChatGPT-ის აპლიკაციას შემოგვთავაზებს. ამჯერად აპლიკაციის ადრეული ვერსია ChatGPT Plus-ის, Team-ის, Enterprise-ისა და Edu-ს მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა OpenAI სრულ გამოცდილებას წლის ბოლოსთვის გვპირდება. 

ოფიციალური ChatGPT Desktop აპლიკაციით თქვენ შეგიძლიათ მიმოწერა გქონდეთ ფაილებისა და ფოტოების შესახებ. აპლიკაცია მოგაწვდით OpenAI-ის უახლესი მოდელის განახლებებს, მათ შორის მოგცემთ წვდომას o1-ზე, ჩვენს ახალ და ყველაზე ჭკვიან მოდელზე, — ვკითხულობთ OpenAI-ის გვერდზე. 

ChatGPT-ის აპლიკაცია Windows 10-ის უმეტესობაზე იმუშავებს, თუმცა ჯერ გარკვეული შეზღუდვები აქვს. მაგალითისთვის ხმის მხარდაჭერას არ გვთავაზობს, შესაბამისად, არც Advanced Voice Mode-ს და ჯერჯერობით არც GPT Store არის ფუნქციური. 

macOS-ის ChatGPT-ის აპლიკაციის მსგავსად, Windows-ის აპლიკაციაც საშუალებას გაძლევთ, პატარა კომპანიონ ფანჯარაში მოაქციოთ იგი, სხვა აპლიკაციებში მუშაობის პარალელურად. შეგიძლიათ მასში ფაილები და ფოტოები ატვირთოთ, შეაჯამოთ დოკუმენტები ან შექმნათ სურათები OpenAI-ის DALL-E 3-ის ფოტოების გენერატორით…

Harvard-ის მეცნიერების AI მოდელი კიბოს 96%-იანი სიზუსტით ადგენს!

„პროკრედიტ ბანკის“ მარკეტინგის დეპარტამენტს მარი აბულაძე უხელმძღვანელებს