11
Oct
2019

სვანეთის ფოტო Windows-ის მილიონობით მომხმარებლის ეკრანზე ჩანს

11 Oct 2019

Alta
Alta


„საქართველო Microsoft Windows-ის ეკრანზე. სვანეთის შესახებ ფოტოს რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებელი იხილავს. „დალაშქრე შავი ზღვისპირეთიდან კასპიის ზღვამდე მდებარე მთები, იმოგზაურეთ დედამიწის ამ წერტილში და საქართველო შეიძლება თქვენს გულში აღმოჩნდეს“, – ამ აღწერით ავრცელებს სქრინს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თუმცა, უცნობია, როდის აღმოჩნდა სვანეთის ფოტო Windows-ის გარეკანების გალერეაში.

Microsoft 2 წელზე მეტია, რაც Windows-ის მომხმარებლებს ერთგვარ დისპლეის სლაიდშოუს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა ადგილის გამოსახულება რამდენიმე დღე რჩება მომხმარებლის ეკრანზე, ოპერაციული სისტემის Lockscreen-ზე. ამ ფუნქციით „მაიკროსოფთი“ მომხმარებლებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა, საინტერესო ადგილების გაცნობას ისახავს მიზნად. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, Microsoft-ისთვის სვანეთის ფოტო მათ არ გაუგზავნიათ და შესაბამისად, უცნობია ფოტოკრედიტები და აღწერის წარმომავლობაც. აღსანიშნავია, რომ ფოტოები საქართველოს თემატიკაზე Windows-ის გარეკანების ბაზაში არ იძებნება.

განხილვა