ცოტა ხნის წინ, Microsoft-მა Windows 11 ოპერაციული სისტემა გამოუშვა, რომელიც შემოქმედებითი სამუშაოებისთვისაა შექმნილი. Windows 11-ს აქვს ახლებური მექნიზმი ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, სიახლეების გასაცნობად, თამაშებსა და კონტენტზე წვდომისათვის. ამასთან დაკავშირებით, Microsoft-მა, სააგენტო McCann New York-თან და რეჟისორ ტარსემ სინგჰთან ერთად, გამოუშვა კამპანია, რომელიც Windows 11-ის ჯადოსნურ გამოცდილებას აღწერს. ვიდეორგოლის მთავარი გმირი Microsoft Store-ში მოგზაურობს და ახალ შესაძლებლობებს ეცნობა. მუსიკა All Starts Now შეიქმნა Odessa ft. Tim Myers ავტორობით. ვიზუალური ეფექტები Framestore-ის გუნდმა შექმნა.
ნახეთ, როგორია Windows 11-ში მოგზაურობა – McCann New York-ის ნამუშევარი
