ღვინო მუდმივად მოთხოვნადი და ძვირადღირებული პროდუქტია. აქედან გამომდინარე, მასთან ურთიერთობის მართებულ ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ურთიერთობა კი გაცნობით იწყება.
სად შეძლებთ გაიცნოთ ყველაზე მეტი ღვინო, გაიგო ყველაზე მეტი მის კულტურაზე, ანუ მიიღო ყველაზე მეტი სარგებელი? რა თქმა უნდა, ღვინის ბარ „სომელიეში“ ღვინის დაგემოვნება-დეგუსტაციაზე, სადაც:
1. იგებ ახალ-ახალ ინფორმაციას ღვინის შესახებ
სხვადასხვა ნიმუშების გაცნობით სწავლობ – გემოს, არომატის, ნივთიერი სხეულის სტრუქტურის მრავალფეროვნებას. სხვადასხვა საკითხებთან, ღვინის კონკრეტული წარმომადგენლების ურთიერთობას. გეძლევათ საშუალება განიცადოთ გემოსა და არომატის სიმრავლე.
2. ეფლობი ღვინოში, ანუ სწავლობ:
მხედველობით – ღვინის სახეობების, დაყენების ტექნოლოგიითა და გარემოსთან ურთიერთობით შექმნილ სხვადასხვა ფერს. რაც სწორად შეფასებასა და არჩევანში გეხმარება.
ყნოსვით – სხვადასხვა ტონებს, ბუკეტს და ითავისებ რომელი, როგორ მოგწონს.
სმენით – იღებ ინფორმაციას სხვადასხვა ღვინის, ვაზის, ჭურჭლის, ტექნოლოგიის, თუ ღვინოსთან ურთიერთობის სხვისი გამოცდილების შესახებ.
გემოთი – ეს მხოლოდ სხეულის, ტექსტურის, ან არომატის შეგრძნება არ არის. ჩვენ გემოთი ვსწავლობთ ღვინის კომპლექსურ ღირებულებას.
ამ ყველაფრის შედეგად, ვითარდება და იხვეწება შენი გემოვნება ღვინოში
3. იძენ საფუძვლიან ცოდნას სხვადასხვა ფასის და სახეობის ღვინის შესახებ
ეს, თავის მხრივ, გაძლებს საშუალებას: საუკეთესოდ შეუხამოთ ნებისმიერ კერძს, მისი შესაბამისად გამდიდრებელი ღვინო, იქნება ეს სახლში, თუ რესტორანში.
4. ღვინო არის ურთიერთობა
დაგემოვნება-დეგუსტაციის ღონისძიებებში მონაწილეობით, მუდმივად ხართ საინტერესო ადამიანების გარემოცვაში.
შეჯამებისთვის: ღვინის დეგუსტაციაში (დაგემოვნებაში) აქტიური მონაწილეობით, სწავლობ ღვინის ცნობას, პოულობ სასურველ ღვინოებს, ხვეწ გემოვნებას, იძენ სხვადასხვა ღვინის შესახებ მდიდარ გამოცდილებას და ადამიანებს. მიღებული გამოცდილებით და ცოდნით, ყოველთვის სწორად შეარჩევ სასურველ ღვინოს, რაც თავიდან გაცილებს ფინანსურ და მორალურ ზარალს.
[პარტნიორის კონტენტი]