საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ადგილობრივი და საერთაშორისო მეცნიერების გარდა, მსოფლიოს ღვინის მაგისტრებმა, იმპორტიორებმა, ექსპერტებმა აღიარეს. ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ, კვლავ გრძელდება – მსოფლიოს 70-მდე ღვინის ექსპერტი, საქართველოში ჩამოდის. ისინი ბუნებრივი ღვინის ფესტივალს “Zero Compromise” (10 მაისი) და „ახალი ღვინის ფესტივალს“ (11 მაისი) დაესწრებიან.
„ღვინის მაგისტრები, იმპორტიორები, სომელიეები, ღვინის მწერლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები იტალიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვედეთიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ავსტრიიდან, ხორვატიიდან, სლოვენიიდან და იაპონიიდან ჩამოვლენ. სტუმრების ნაწილი უკვე საქართველოშია და სხვადასხვა კუთხე ში, ადგილობრივ ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს ეცნობა. სტუმრებს შორის არიან: ცნობილი ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი, ფრანგი მეღვინეები ტიერი პუზლა, იტალიელი მეღვინე იოშკო გრავნერი, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში“.
,,ზერო კომპრომაისი’’ (Zero Compromise) ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“, „ახალი ღვინის ფესტივალი“ კი საქართველოს ღვინის კლუბის“ ორგანიზებით იმართება. ღონისძიებები ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.
ფესტივალების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.