in

30-31 ოქტომბერს „ექსპოჯორჯიაში“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა WinExpo გაიმართება!

30-31 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ გარე სივრცესა და #3 პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა WinExpo გაიმართება!

ორგანიზატორების თქმით, ექსპოზიციაზე, წინა წლებთან შედარებით, რეკორდულად დიდი რაოდენობა – 160 ღვინის მწარმოებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის:

  • ოჯახური მარნები
  • საშუალო და მსხვილი საწარმო, ბიოდინამიკური და ქვევრის ღვინო
  • ახალი 2019-21 წლის მარნების ექსპოზიცია
  • ღვინის ტექნოლოგიები, შეფუთვა და  აქსესუარები

გამოფენა დღის 11:00 საათზე დაიწყება და საღამოს 18:00-მდე გაგრძელდება.

ექსპოზიცია წარმოდგენილი იქნება ღია სივრცეში, ყველა დამთვალიერებელი, ტერიტორიის შესასვლელში, თერმო  სკრინინგს გაივლის და გადაეცემა ინდივიდუალური ჭიქა.

“WinExpo Georgia საინტერესოა არა მარტო ღვინის მოყვარულთათვის, არამედ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც, რადგან გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები“. 

გამოფენის ფარგლებში, 29-30 ოქტომბერს ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსიც ჩატარდება.

ჟიური, ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ღვინოებს რამდენიმე კატეგორიაში გამოავლენს. გარდა ამისა, ჟიურის რჩეულ ღვინოებს უმაღლესი ჯილდო „ტროფი“ გადაეცემა.

კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 30 ოქტომბერს  საზეიმო დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.

გამოფენის პარალელურად, 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ღვინის ექსპორტის ფორუმი Winexpo Forum გაიმართება, რომელიც გულისხმობს შეხვედრებს ღვინის იმპორტიორებთან, დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვას და პრაქტიკულ რჩევებს მწარმოებლებისთვის.

WinExpo Georgia 2021-ის მხარდამჭერები არიან: სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

[R]

Blue Origin კომერციული კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს!

მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი 1.47 მილიონ დოლარად გაიყიდა!