14
Nov
2018

ქართული ღვინო შანხაის საერთაშორისო გამოფენაზე

14 Nov 2018

ოცდაათამდე ქართული კომპანია შანხაიში, Prowein China-ს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. Prowein China ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება აზიის რეგიონში. მასში წარმოდგენილია მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 700-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები. ქართულ ღვინის კომპანიებს უკვე მესამედ ეძლევათ Prowein China-ზე საკუთარი პროდუქციის წარმოდგენის შესაძლებლობა. გამოფენას, ტრადიციულად, 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება. საერთაშორისო გამოფენის მიზანია ჩინეთის ბაზარზე საერთაშორისო მწარმოებლების წარდგენა, რათა ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ თანამედროვე ღვინის ინდუსტრიას.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,4 მლნ ბოთლი ღვინო.

განხილვა