in

[ქეის სთადი] : გაიგეთ, როგორ შეიქმნა ექსპერიმენტული ღვინო, რომელსაც დღის შუქი არ უნახავს

და თქვენ რაზე ხართ წამსვლელი, ბაზარზე დასამკვიდრებლად?

როგორია რთველი, უკუნ სიბნელეში? ახლავე გიამბობთ. მანამდე კი გეტყვით, რომ უკვე 169 წელია, სლოვენიური ბრენდი Radgonske Gorice ჩინებულ შუშხუნა ღვინოს ქმნის. ამის მიუხედავად, ბრენდმა ვერ შეძლო საზღვრებს გარეთ თავის დამკვიდრება. ამიტომ, Radgonske Gorice-მ, სააგენტოსთან Grey, Croatia ერთად, უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყო. მოსავალი სრულ სიბნელეში აიღეს, დამხმარე ინსტუმენტებად – ღამის ხედვის სათვალე გამოიყენეს. ღვინოც, 300-წლიან, სრულიად ბნელ მარანში დაიწურა. იმისათვის, რომ მზის სხივი არ შეხებოდა – ღვინო სრულად დაფარულ ბოთლებში ჩამოასხეს, გაყიდვითაც სრულ სიბნელეში გაყიდეს და დეგუსტაციაც ბნელ გარემოში მოაწყეს. ექსპერიმენტმა გაამართლა – ღვინის ფასი 6-ჯერ გაიზარდა. ნახეთ ამბავი სრულად, ვიდეორგოლში.

BOG

ციტრუსის, ხილისა და ბოსტნეულის ჩირის ბრწყინვალება – გერმანელი არტისტის ფოტო-პროექტი 

MIT-ს რეზიდენტი Angel ინვესტორი, BTU-ში, ქართველ ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება