24
Dec
2019

მუსიკით ინსპირირებული ახალი ცქრიალა ღვინო – „ვისმინო“

24 Dec 2019

GWS მომხმარებელს ცქრიალა ღვინის ახალ თანამედროვე ბრენდს სთავაზობს

“ვისმინო” ცნობილი ქართული ღვინის საწარმო – GWS-ის ახალი ცქრიალა ღვინის თანამედროვე ბრენდია, მისი შეძენა მაღაზიებში ნოემბრიდან არის შესაძლებელი. ახალი ბრენდი კომპანიის თანამედროვე მიმართულებას ასახავს.

კომპანიის ბრენდ მენეჯერი – სალომე დოლიძე  ამ განსხვავებული ბრენდის შექმნის მიზეზს ხსნის: „ვისმინოს ცქრიალა ღვინის შექმნის მიზანი ბაზარზე პრემიალური ცქრიალა ღვინის და შედარებით ახალგაზრდა სეგმენტზე მორგებული პროდუქტის შეთავაზებაა, როგორც შეფუთვის, ასევე კონცეფციის მხრივ.“

ბრენდის კონცეფცია მუსიკისა და ფერის კავშირზეა დაყრდნობილი. ეს აბსტრაქტული ცნება ბრენდის შემთხვევაში ძალიან ხელშესახები ხდება. კომპანიამ მუსიკალური ინსტრუმენტი შექმნა, რომელიც უშუალოდ ხატავს მუსიკას და სწორედ ეს ნახატებია გამოყენებული თითოეული ეტიკეტისთვის. სახელიც – “ვისმინო” სწორედ მუსიკისა და ღვინის ამ ერთობლიობას გამოხატავს

ვისმინოს ცქრიალა არის პრემიალური ხაზის ღვინო. ცქრიალა წარმოადგენს სამ სახეობას: ბრუტი, ნახევრად ტკბილი და ნახევრად მშრალი. ცქრიალა ღვინო “ვისმინო” ნებისმიერ ჩვეულებრივ დღეს განსაკუთრებულად აქცევს და ყველას განსაკუთრებულ დღეებს ბრწყინვალებას მატებს.

„ვისმინო“ – ცქრიალა ღვინო, შექმნილი ბგერის ჰარმონიით.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა