in

Wineing Georgia – სიახლე ღვინისა და მოგზაურობის მოყვარულებისთვის

მოგზაურობისას ღვინის წაღება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. საქართველოდან საზღვარგარეთ წასვლისას ხშირად გვიჩნდება სურვილი, ჩვენს უცხოელ მეგობრებს ქართული ღვინო საჩუქრად ჩავუტანოთ, თუმცა შეფუთვის გამო ვიკავებთ თავს, რადგან ღვინო ძირითადად შუშის ან თიხის ბოთლებშია ჩამოსხმული და გზად მისი გატეხვის საშიშროებაა. 

ამ პრობლემის აქტუალობის გათვალისწინებით, 2023 წლის აპრილში დაფუძნდა ქართული სტარტაპი, Wineing Georgia, რომელიც ღვინისთვის მრავალჯერადი გამოყენების შესაფუთ პლასტიკებს გვთავაზობს. შესაფუთები ეკომეგობრული და გამძლეა. მასთან ერთად ღვინის ჭურჭელი დაცული იქნება გატეხისგან, რადგან შესაფუთს სამმაგი დაცვის ჩამკეტი აქვს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის გატყდა, ნაკლები შანსია, რომ სითხე დაიღვაროს, რადგან შეფუთვა მას მაქსიმალურად აკავებს. Wineing-ის შესაფუთები მოსახერხებელი იმ მხრივაც არის, რომ  ცოტა ადგილს იკავებს ჩანთაში. 

თუკი ხშირად მოგზაურობთ და გსურთ, რომ ლამაზად შეფუთული ღვინო გაიყოლოთ, თავის შეკავება აღარ მოგიწევთ იმის შიშით, რომ მას გზაში რამე დაემართება. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მართალია, პროდუქტი ღვინის ინსპირაციით შეიქმნა, თუმცა მისი გამოყენება სხვა ნებისმიერი სპირტიანი სასმლის შემთხვევაშიც შეგიძლიათ. აგრეთვე, შეგიძლიათ ამ პლასტიკით შეფუთოთ ტყემალი, საწებელი და სხვა მსგავსი ტიპის თხევადი პროდუქცია. 

 Wineing Georgia-ს პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც ღვინის ბარებში, ისე ალკოჰოლის ქსელურ მაღაზიებში. მეტი მოქნილობისთვის კი, მისი გამოწერა ონლაინაცაა ხელმისაწვდომი.

[R]

როგორ შეიცვლება „თეგეტა ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობა, თათია ხორბალაძის ხელმძღვანელობით

Volvo C40 Recharge – სრულად ელექტრიფიცირებული ქროსოვერი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია