in

Wingo.ge – ინტელექტუალური გათამაშებების ქართული პლატფორმა და მარკეტინგული არხი კომპანიებისთვის

Startauperi
Startauperi

Wingo.ge – ონლაინ ინტელექტუალური გათამაშებების ქართული პლატფორმაა, სადაც თქვენი ცოდნით სხვადასხვა პრიზის – ვაუჩერისა თუ კონკრეტული ნივთის მოგება შეგიძლიათ. პროექტი „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულია და მისი ძირითადი მიზანი ინტერნეტმომხმარებლებში ინტელექტუალური აქტივობის წახალისებაა. გარდა ამისა, პლატფორმა არატრადიციული მარკეტინგული არხია სხვადასხვა კომპანიისათვის. ერთი მხრივ, მომხმარებლისთვის საკუთარი ცოდნის გამოცდა-დემონსტრირების და მატერიალიზების შესაძლებლობასთან ერთად, მეორე მხრივ, „ვინგო“ იძლევა არატრადიციული რეკლამირებისა და მომხმარელთა ლოიალობის ზრდის შანსს კომპანიებისათვის. საიტმა მუშაობა 3 კვირის წინ დაიწყო, დღეისათვის კი მას 15.000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი ყავს და 1000-ზე მეტი პრიზი აქვს გათამაშებული. როგორია პლატფორმის კონცეფცია და განვითარების ხედვა – ამ საკითხებზე „ვინგოს“ მარკეტინგისა და გაყიდვების ხეკლმძღვანელი – არჩილ თავბერიძე გვესაუბრა:

არჩილ თავბერიძე

M: რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმენით Wingo.ge და რატომ შეარჩიეთ ეს სახელი თქვენი პროექტისთვის?
Wingo.ge-ს იდეა, დაახლოებით, ორი წლის წინ, ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს დაებადა, იმ პერიოდში „დირსიში“ ვმუშაობდი, ციფრული მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერად. პროექტის ზუსტი ანალოგი მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობდა, ასე რომ, იდეის გამოცდის სურვილი გაგვიჩნდა – რამდენიმე მეგობარი: ლევან ცხადაძე, ივა გიგოშვილი, საბა ჯავაშვილი და მე, შევიკრიბეთ, როგორც მარკეტინგის, პროექტ-მენეჯმენტის, ვებ-დეველოპმენტის და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები და პროექტზე მუშაობა დავიწყეთ. გვინდოდა ისეთი სახელი შეგვერჩია, რომელიც გამარჯვების ემოციასთან იქნებოდა დაკავშირებული და ამასთან, შეჯიბრსა და სისხარტეს გამოხატავდა. ასე გაჩნდა სახელი wingo.

M: რა საჭიროება დააკმაყოფილეთ Wingo-ს შექმნით და როგორია კონკურენტული გარემო საქართველოში, ინტელექტუალურ-გასართობი პლატფორმების მიმართულებით? 
ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა საიტი, სადაც მომხმარებლები საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებდნენ და ამავე დროს, ეს პროცესი იქნებოდა სახალისო. ამ ეტაპზე, ქართული ონლაინ სივრცე სრულად აქვს ათვისებული აზარტულ, გემბლინგ პროექტებს. ჩვენ ავირჩიეთ ინტელექტუალური მიმართულება, სადაც გამარჯვება მხოლოდ მონაწილის ცოდნასა და სისხარტეზე იქნებოდა დამოკიდებული და არა შემთხვევითობაზე. დამატებითი მოტივაციის შესაქმნელად, გამარჯვებულებს პრიზებით ვაჯილდოებთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს პროექტს ზუსტი ანალოგი არ გააჩნია და თითქმის ყველა პროფილის განათლების მქონე ადამიანს აძლევს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გათამაშება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე – შედეგები დგინდება პროგრამულად, წამის მემილიონედის სიზუსტით. რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც პრიზებს აწესებენ – მათთვის ეს არის ახალი მარკეტინგული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლების ლოიალობის ზრდისკენ არის მიმართული. ჩვენს პროექტს ასევე შეუძლია სხვადასხვა სახის ონლაინ კონკურსებისა და გათამაშებების ჩანაცვლება, რომელთა ჩატარებაც კომპანიებისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს გვერდზე რეკლამა არ არის მომაბეზრებელი ფორმით წარმოდგენილი, რადგან საიტის კონტენტი თავად არის რეკლამა. შესაბამისად, რეკლამის ე.წ. ზემოქმედების ხარისხი (Impact) უფრო მაღალია.

M: „სტარტაპ საქართველოში“ გამარჯვების შესახებ მოგვიყევით.. როგორ მუშაობდით პროექტზე და რაში დაგეხმარათ კონკურსში გამარჯვება?
პროექტზე მუშაობა საკუთარი რესურსებით დავიწყეთ. რამდენიმე თვის შემდეგ, პროექტი ერთი თვით ონლაინ (ღია) ბეტა ტესტირებაზე გავუშვით. მხოლოდ ამ პერიოდში, 7.000-ზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა. პროექტის პოზიტიური შედეგებიდან გამომდინარე, შემდგომი განვითარებაზე დავიწყეთ ფიქრი, თუმცა, ამ ეტაპზე უკვე დამატებითი ინვესტიცია გახდა საჭირო. სწორედ მაშინ, როცა სხვადასხვა კერძო ფონდთან მოლაპარაკებების პროცესში ვიყავით, დაიწყო „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამა, რომელიც სწორედ, ჩვენი ტიპის კომპანიებზეა ორიენტირებული: არ მოითხოვება სესხის უზრუნველყოფა პირადი ქონებით და დაფინანსება შედარებით ხელსაყრელი პირობებით გაიცემა. საბოლოოდ, ჩვენ მიერ, ბეტა ტესტირებისას მიღებული პოზიტიური შედეგების წყალობით, „სტარტაპ საქართველოს“ პროექტში გავიმარჯვეთ და მაქსიმალური დაფინანსება მოვიპოვეთ.

M: როგორ მუშაობს „ვინგო“, როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს რეგისტრაცია? როგორია გათამაშების სახეები და თამაშის პრინციპი?
მონაწილეობისთვის, პირველ რიგში, რეგისტრაციაა საჭირო, რომელიც შესაძლებელია როგორც ელ-ფოსტის, ისე Facebook პროფილის მეშვეობით. მონაწილეობის პრინციპი ძალიან მარტივია: თითოეული გათამაშება იწყება მასზე მითითებული დროის გასვლის შემდეგ და გამარჯვებული ხდება ის მონაწილე, რომელიც პირველი უპასუხებს 3 დასმულ კითხვას სწორად (გათამაშებებში 24 სხვადასხვა თემატიკის კითხვას ვიყენებთ და მათ შექმნაზე სპეციალური გუნდი მუშაობს). წესების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა დახმარების გვერდზე შესაძლებელი. ჩვენს საიტზე, ყოველდღიურად, ათობით გათამაშებაა განთავსებული. მათი ნაწილი უფასოა, რომელში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ რეგისტრაციაც საკმარისიაგვაქვს ასევეპრემიუმდამთავარიპრიზები – ამ ტიპის გათამაშებებში მონაწილეობის მისაღებად ერთთვიანი პრემიუმ პაკეტის შეძენაა საჭირო. პაკეტის ღირებულება მხოლოდ 2 ლარია და ყოველთვიურად, 400-ზე მეტ გათამაშებაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს მომხმარებელს.

M: რა პრიზები თამაშდება პლატფორმის მეშვეობით და ვინ არიან „ვინგოს“ პარტნიორები?
ამჟამად, ჩვენს საიტზე, ყოველდღიურ რეჟიმში 20-მდე გათამაშებაა. პრიზების კატეგორია მრავალფეროვანია:

  • წიგნები (გამომცემლობა არტანუჯი და ინტელექტი);
  • სერვისები (კინო რუსთაველი, კავეა, რუსთაველის თეატრი, კაფსულა, კოპალას ბოულინგი, ექსპერიმენტორიუმი);
  • კვება და სასმელები (იკანო, სანტალი, XL, ლუდი „ესტრელა“);
  • ავტო სერვისი (რეცხვის ვაუჩერი);
  • ტექნიკა (Samsung, iPlus, Array Tomorrow);
  • ესთეტიკური მიმართულება (Ane Rosh Beauty Academy, Quartz).

გათამაშებების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. უკვე გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე ძალიან საინტერესო მიმართულებით, რომელთაც სიურპრიზის სახით დავტოვებ. აქვე აღვნიშნავ, რომ დღეს საღამოს ჩვენთან მთავარი პრიზი – Iphone 8 თამაშდება. რამდენიმე დღეში კი შოპინგის 500-ლარიანი ვაუჩერის მოგება იქნება შესაძლებელი.

M: როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია?
ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია აგებულია გათამაშებების პოპულარიზაციაზე, რაც თავისთავად ნიშნავს პრიზების და კომპანიების აქტიურ რეკლამირებას. ძირითად საკომუნიკაციო არხს Facebook წარმოადგენს, თუმცა ვიყენებთ ისეთ არხებსაც, როგორიცაა: Google-ის სარეკლამო პლატფორმა, E-mail მარკეტინგი, ტელევიზია.

M: როგორია „ვინგოს“ განვითარების თქვენეული ხედვა და პერსპექტივა?  
ამჟამად, ჩვენს საიტზე, 15.000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელია, გათამაშებული პრიზების რაოდენობა კი უკვე 1000-ს აღემატება. ჩვენი პროექტისთვის მუდმივი განვითარება საკვანძო ფაქტორია. ამ მომენტში, აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე განახლებაზე, რომლებიც გათამაშებებში მონაწილეობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. ასეთია, მაგალითად, მონაწილეთა ყოველკვირეული რეიტინგი, კონკრეტული თემატიკის გათამაშებები (მაგ. ისტორია, მათემატიკა, სპორტი) და სხვა. ვითვალისწინებთ მომხმარებელთა სხვა რეკომენდაციებსაც.

“შეანჯღრიე და დალიე!” – სანტეს დასალევი მაწონი, ახალი კონცეფციით

დავით გოგიჩაიშვილი – #პირველისამსახური