Wings for Life მსოფლიო რბენაში უკვე მესამე წელია ვმონაწილეობ. ყოველ წელს არ იცვლება ჩემი მონაწილეობის მოტივაცია: გავაკეთო კეთილი საქმე, გავერთო და გავიუმჯობესო ჯანმრთელობა. წელს უკეთესი შედეგი მინდა ვაჩვენო და შესაბამისად, უფრო ინტენსიურად ვემზადები. მსოფლიო რბენაზე ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდია, მაგრამ მუდმივად მახსოვს მომენტი, როდესაც ფინიშის მანქანა გეწევა! ყველას, ვინც ჯერ არ დარეგისტრირებულა ვურჩევ, ირბინოს ჩვენთან ერთად! ერთდ გავაკეთოთ კეთილი საქმე და ერთად გავერთოთ.
ირაკლი კაკაბაძე: #მედავრბივარ
