9 მაისს, 15:00 საათზე, საქართველო ისევ ირბენს მსოფლიოსთან ერთად!
Wings for Life World Run-ის 2021 წლის რბენამდე 2 დღე დარჩა. ამ დრომდე, უკვე 115 000-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აპლიკაციით ერთი მიზნით ირბენენ: განვკურნოთ ზურგის ტვინის დაზიანება.
რეგისტრაცია 9 მაისს, რბენამდე რამდენიმე საათით ადრე, სრულდება.
ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი სპორტული ღონისძიება, Wings for Life World Run 2021 წელს, Wings for Life World Run-ის აპლიკაციით გაიმართება. ეს უნიკალური საქველმოქმედო გარბენი 6 კონტინენტს აერთიანებს: ერთსა და იმავე დროს, ერთი მიზნით – გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი!
მსოფლიო რბენაში მონაწილეობა შეუძლია ყველას – 18 წლის ზევით სპორტსმენსა თუ მოყვარულს, ეტლით მოსარგებლეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის სახელით. Wings for Life World Run აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store ან Google Play-დან.
ღონისძიებას უნიკალური ფორმატი აქვს: არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი, მის ნაცვლად სტარტიდან 30 წუთის შემდეგ მსვლელობას იწყებს (ვირტუალური) ფინიშის მანქანა, რომელიც მონაწილეების ინდივიდუალურ შედეგებს აღრიცხავს.
9 მაისს, ზუსტად 15:00 საათზე, მორბენლები თუ ეტლით მოსარგებლეები სტარტს ნებისმიერ ადგილას აიღებენ. სოლო ან გუნდური გარბენით მთელ მსოფლიოსთან აპლიკაციით იქნებიან დაკავშირებულები. აპლიკაცია ხმოვანი შეტყობინებით მონაწილეებს სირბილის დასაწყისს, ვირტუალური ფინიშის მანქანის გამოსვლას, რბენის დასასრულს ამცნობს. ასევე, იზრუნებს მათ გამხნევებასა და კარგ განწყობაზე.

გუნდური გარბენი
აპლიკაციით სირბილი შესაძლებელია როგორც მარტო, ისე მეგობრების, თანამშრომლებისა თუ ოჯახის წევრების გარემოცვაში. საქართველოში მსოფლიო რბენის მონაწილე კეთილი ნების ელჩებმა საკუთარი გუნდის გარბენისთვის უკვე შეარჩიეს ადგილმდებარეობა.
- ნინო გოგუაძე – ფიტნეს ინსტრუქტორი, 2015 წლიდან მონაწილეობს მსოფლიო რბენაში. მისი გუნდი “Ninikushka’s team” 9 მაისს, კუს ტბის ბილიკებზე ირბენს;
- Copter Tech-ისა და Squad-ის დამაარსებელი, გიორგი დანელია გუნდს
“GD Squad” სარბენად დინამოს მეოდანზე ეპატიჟება; - გიგა ძულიაშვილი და 2019 წლის კახეთის რბენის გამარჯვებული, გაიანე უსტიანი სხვა მორბენლებთან ერთად, რუსთავში, ჯანდარის ტბის შორიახლოს ირბენენ. მის გუნდს ჰქვია Georgia- Rustavi-Jandari Lake.
სამივე გუნდში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

რჩევები და რეკომენდაციები:
- სირბილის/ ეტლით გადაადგილების დასაწყებად, საჭიროა, ჩართული გქონდეთ Wings for Life World Run-ის აპლიკაცია, GPS და ინტერნეტი;
- სასურველია, გამოიყენოთ ყურსასმენები, რადგან რბენის მსვლელობას (სტარტი, ფინიშის მანქანის გამოსვლა, რბენის დასასრული და ა.შ.) სწორედ ხმოვანი სიგნალით შეიტყობთ;
- გაითვალისწინეთ, თითოეული კომპანია და ინდივიდუალურად მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი სარბენი ლოკაციის შერჩევასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
საფასური – 8 ევროს ეკვივალენტი ლარში (33 ₾) მონაწილეზე დონაციის სახით, ასევე კორპორაციული შემოწირულობები, სრულად ჩაირიცხება Wings for Life ფონდში, რომელიც სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ახორციელებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
2014 წლიდან დღემდე, მსოფლიო რბენის მონაწილეებმა:
- შეაგროვეს 29 230 000 ევრო, რომლითაც დაფინანსდა 239 კვლევა 59 ქვეყანაში;
- ჯამში, 700 000 მონაწილემ, 195 ქვეყნიდან, 7 მილიონი კილომეტრი დაფარა.
კვლევის შესახებ
2018 წლის დეკემბერში ჟურნალში “Nature and Neuroscience” გამოქვეყნდა კვლევა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ შვეიცარიელი მეცნიერები: გრეგორი კორტინი (EPFL და CHUV/Unil) და ჟაკლინ ბლოხი (CHUV/Unil). კვლევაში სამი პაციენტი მონაწილეობდა და სამივე მათგანმა შეძლო ხელებისა და საყრდენის დახმარების გარეშე გავლა. კვლევის პირველ ეტაპზე პაციენტებს ზურგის ტვინში უკაბელო იმპლანტი ჩაუდგეს, რომელიც ელექტროსტიმულაციით უკავშირდებოდა პარალიზებულ ფეხის კუნთებს. ელექტროსტიმულაციის კონტროლისთვის მეცნიერებმა შექმნეს საათი, რომელიც მფლობელის ხმაზე რეაგირებს და საჭიროების შემთხვევაში რთავს და თიშავს სტიმულატორს. კვლევიდან რამდენიმე კვირაში პაციენტებმა „ავტონომია“ მოიპოვეს ფეხის კუნთებზე. 5 თვიანი მუდმივი ვარჯიშის შედეგად კი, მათ საყრდენის ან ხელის დაუხმარებლად გავლა შეძლეს. კვლევის შემდეგი ეტაპი ელექტროსტიმულატორის დაზიანების ადრეულ პერიოდში გამოყენებაა, როცა უფრო მეტია სრულად გამოჯანმრთელების შანსი. კვლევაში მონაწილე დეივიდ მზიმ 2019 წლის მსოფლიო რნებაშიც მიიღო მონაწილეობა. მან შვეიცარიაში, ათასობით სხვა მონაწილესთან ერთად, სტარტის ხაზი გადაკვეთა და 390მ გაიარა, 2020 წელს კი – 467 მ.
Wings for Life World Run- ის 2020 წლის აპლიკაციით რბენის მონაცემები:
- 2020 წელს, მთელ მსოფლიოში, აპლიკაციით 77103 ადამიანმა ირბინა; მათ 924 960 კმ დაფარეს;
- გლობალური ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს მაიკლ ტეილორმა (69.9 კმ), რომელიც ინგლისში დარბოდა და ნინა ზარინამ (54.2კმ), რომელიც შტატებში იმყოფებოდა.
- 2020 წელს, საქართველო ვერ შეუერთდა აპლიკაციით სირბილს.
Wings for Life World Run – 2019 წლის მონაცემები:
- 2019 წელს, საქართველოში Wings for Life World Run-ზე 7000 ადამიანი დარეგისტრირდა;
- 2019 წლის საქართველოს გამარჯვებულები გახდნენ: ლევან ჩოხელი (53,78 კმ) და გაიანე უსტიან (32,53 კმ)
- 2019 წელს, Wings for Life World Run-ში მონაწილეობა 186 ეროვნების 120 000 ადამიანმა მიიღო;
- 2019 წელს, რბენა აპლიკაციითა და ფინიშის მანქანით, მსოფლიოს 72 ქვეყნის 323 ლოკაციაზე გაიმართა;
- მონაწილეებმა ერთად 1 103 276 კმ დაფარეს;
- მონაწილეების რეგისტრაციის საფასურითა და შემოწირულობებით 3.5 მილიონი ევრო შეგროვდა;
- ამჟამად, ზურგის ტვინის დაზიანების განკურების გზების საძიებლად, 63 პროექტი მიმდინარეობს;
- 2019 წლის მსოფლიო რნებაზე შეიჭამა 23 ტონა ბანანი;
- 2019 წელს, გლობალური გამარჯვებულები გახდნენ: ნინა ზარინა (53,5 კმ) და ივან მატორინი (64,37 კმ)
Participants wait for the start the Wings for Life World Run in Kakheti, Georgia on May 7, 2017. // Alexander Davitashvili for Wings for Life World Run // SI201705070219 // Usage for editorial use only //
რბენის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
www.wingsforlife.com;
www.wingsforlifewolrdrun.com;
Wings for Life World Run 2021- Georgia https://fb.me/e/dqasEqPg3
ირბინე მსოფლიოსთან ერთად! შეუერთდი გლობალურ მოვლენას!